ვიზიტი გინეკოლოგთან – ჰოსპიტალ “მედიქალსიტი“-ის მეან-გინეკოლოგი ხათუნა გოგიძე

ნანახია 5121-ჯერ.

ааბოლო დროს, საგრძნობლად იმატა ქალებში გინეკოლოგიურმა დაავადებებმა. ესეც რომ არ იყოს, ძალიან ბევრი დაავადების ასაკი გაახალგაზრდავდა. ზოგადად, გინეკოლოგიური გამოკვლევა ყველა ქალისთვის წელიწადში ორჯერ აუცილებელია, რადგან ძალიან ბევრი დაავადება არსებობს, რომლებიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, სიმსივნეები და სხვ. ზოგიერთ შემთხვევაში
უმნიშვნელო გამონადენადენიც კი არ აღინიშნება. ასეთ შემთხვევებში ქალი არც ტკივილს განიცდის, არც მენსტრუალური დარღვევები ან სხვა სიმპტომები აღენიშნება.

გავრცელებულ გინეკოლოგიურ პრობლემებზე, ჰოსპიტალ “მედიქალსიტი“-ის ექიმი მეან-გინეკოლოგი ხათუნა გოგიძე გვესაუბრება.

– ქალბატონო ხათუნა,  ერთ-ერთ გავრცელებულ გინეკოლოგიურ  დაავადებად საკვერცხეების პოლიკისტოზი ითვლება. რატომ ვითარდება იგი  და როგორია მისი მკურნალობის სტრატეგია?

– საკვერცხეების პოლიკისტოზი გახლავთ სიმპტომი, რომელიც არაერთი დაავადების დროს გამოვლინდება. ის შეიძლება იყოს პირველადიც, როცა ცვლილებები თვით საკვერცხეებში მიმდინარეობს და მეორეულიც, როდესაც დაავადების მიზეზი სხვაგან არის ლოკალიზებული და საკვერცხეები კი ამაზე რეაგირებს. ასე რომ, ამ დაავადების მკურნალობის ერთიანი სტრატეგია არც შეიძლება არსებობდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტად უნდა ამოვიცნოთ მიზეზი, რამაც საკვერცხეების პოლიკისტოზამდე მიგვიყვანა და ჩავატაროთ შესატყვისი, ამ დაავადებისათვის გამიზნული თერაპია.pcos1

ზოგადად, პოლიკისტოზის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს ჭარბი წონა, განსაკუთრებით – თუ იგი მამაკაცის ტიპისებურადაა განლაგებული. საერთოდ, ჭარბი წონა სხვადასხვაგვარად ლაგდება. ტერმინი ქალური ტიპი უპირატესად სხეულის ქვედა ნაწილის გაცხიმოვნებას გულისხმობს. მამაკაცური კი – მუცლის ფარისა და მხარ-ბეჭისა. ქალთა მამაკაცურ გაცხიმოვნებას შეიძლება მამაკაცის ჰორმონთა ჭარბი წარმოქმნა ედოს საფუძვლად, რაც პოლიკისტოზის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ.

გარდა ამისა, მიზეზთა შორის უნდა განვიხილოთ გენეტიკურად განპირობებული ე.წ ენზიმური უკმარისობა. ასეთი შემთხვევისთვის მკურნალობის სტრატეგია კარგადაა ჩამოყალიბებული და თუ მას სწორად აღასრულებენ, შედეგი სრულფასოვანი იქნება.

– რა შეიძლება ითქვას ფიბრომიომებზე?

– ფიბრომიომების განვითარების მიზეზთაგან მნიშვნელოვანია, ჯერ ერთი სასქესო ჰორმონთა ურთიერთშეფარდების დარღვევა და მეორე რეცეპტორული (აღმქმელი) სისტემის გარკვეული დეფექტი. ესტროგენებისა და ყვითელი სხეულის ურთიერთშეფარდება ქალის ორგანიზმში, მუდმივი სიდიდე არ გახლავთ, მაგრამ გარკვეულ რიტმს უნდა ექვემდებარებოდეს. სხვაგვარად უამრავი ენდოკრინული დაავადება განვითარდება. თუ ამას დაერთო ლოკალური რეცეპტორული სისტემის დეფექტიც, უჯრედების ერთი ჯგუფი არაადეკვატურ განვითარებას იწყებს და ყალიბდება მიომური კვანძი.mioma_matki_ru_vidi_miom_matki

– ეს კვანძი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია?

– ეს კეთილთვისებიანი სიმსევნეა და ავთვისებიან ფორმაში, როგორც წესი ძალიან იშვიათად გადადის.

– უმეტესად რა ასაკის ქალებში გვხვდება მიომური კვანძები?

– გვხვდება 20 წლის ქალბატონებშიც, მაგარამ ძალზე იშვიათად . 40-45 წლის ასაკიდან კი ამა თუ იმ ზომის, ფორმისა და ლოკალიზაციის კვანძები ქალთა 40-45%-ს აღენიშნება.

– მართალია, რომ კლიმაქსურ პერიოდში მიომური კვანძები უკუგანვითარებას განიცდის..

– მენოპაუზის დროს ესტროგენების წარმოება და შემცველობა სისხლში მინიმალურ დონემდე მცირდება . ესტროგენების გარეშე კი მიომური კვანძი აღარ ვითარდება, პირიქით იშლება თუმცა როგორც წესი, არ ქრება.

– ფიბრომიომის მკურნალობა აუცილებლად ოპერაციულია?

– აუცილებელია თუ არა საშვილოსნოს ამოკვეთა, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რადგან აქ მხოლოდ ერთი ფაქტორის გათვალისწინება არ კმარა. არის შემთხვევები როცა თავად მიომისთვის ოპერაცია სასურველი იქნებოდა, მაგრამ უამრავი სხვა ფაქტორი გვაიძულებს თავი შევიკავოთ. დაფიქრება განსაკუთრებით, მაშინ გვმართებს თუ ქალბატონს შვილი არ ყავს.

– მცირე ზომის მიომურ კვანძსაც ჭირდება მკურნალობა?

– თუ ქალს მიომური კვანძი აქვს უნდა ვივარაუდოთ, რომ მის ორგანიზმში სწორედ ის პროცესებია დარღვეული, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ამიტომ კვანძი შეიძლება ან ძლიერ ინტენსიურად განვითარდეს, ან პირიქით, ორგანიზმის შინაგანი კონპესაციის მექანიზმით მოწესრიგდეს. იმის თქმა მინდა, რომ მიომური კვანძი, თუნდაც ძალიან პატარა, ყოველთვის სარისკოა.. ამიტომ სასურველია ამ დაავადებას თავიდანვე ვუმკურნალოთ.

– როგორია ამ დაავადების სიმპტომები?

– როცა კვანძი პატარაა და ლორწოს ქვეშა შრეში არ მდებარეობს, აშკარა სიმპტომები არ ჩანს . მისი აღმოჩენა მხოლოდ ექოსკოპიის მეშვეობით შეიძლება. თუ კვანძი დიდია, ქალს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, მესტრუაციული ციკლის დარღვევა და ა.შ. სასურველია ქალი წელიწადში ერთხელ მაინც გაესინჯოს გინეკოლოგს, ჩაიტაროს პაპ-ტესტი, მკერდის მამოგრაფია. ეს არის საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ სწორი დამოკიდებულება.

– პაპ-ტესტი ახსენეთ, რას გულისხმობს ის?

– XX საუკუნის 30-იან წლებში ბერძენმა მეცნიერმა პაპანიკოლაომ, რომელიც აშშ-ში მუშაობდა, შეიმუშავა საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური კვლევის მეთოდი. რომელიც გამოავლენს არამარტო უკვე არსებულ პროცესს, არამედ წინაპირობასაც . რომლისგანაც შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე. თითქმის საუკუნე გავიდა, მაგრამ ეს მეთოდი დღემდე გამოიყენება. მისმა ფართოდ დანერგვამ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამო სიკვდილიანობა 70-80%-ით შეამცირა.

– დაბოლოს, კლიმაქსი. ქალების უმრავლესობას აინტერესებს, როგორ მიაღწიოს კლიმაქსური პერიოდის მშვიდობიან მიმდინარეობას..

– ქალი სიცოცხლის მანძილზე რამდენიმე პერიოდს გაივლის: ბავშვობისას, ჰუბერტატულს, რეპროდუქციულს და კლიმაქსურს, რაც მოხუცებულობაში გადადის. პირველი მენსტრუაციიდან უკანასკნელამდე ქალი გარკვეულ ჰორმონალურ სამყაროში ცხოვრობს. მენოპაუზის დროს ეს ჰორმონები ქალის ორგანიზმს ტოვებს და ქალი ჰორმონთა ერთგვარ შიმშილს განიცდის.

– რა კავშირი აქვს ქალის ჰორმონებს, მის ფსიქოემოციურ-დეპრესიულ მდგომარეობასთან?

– საქმე ის გახლავთ, რომ თავის ტვინში, სისხლძარღვებში, გულის კუნთში, კანში, ძვლოვან სტრუქტურაში არის ესტროგენისადმი მგრძნობიარე რეცეპტორები. როგორც კი ორგანიზმიდან ესტროგენი გაქრება, ქალის ორგანიზმი ეგრევე რეაგირებს ამ დგომარეობაზე. ამის პირველი აშკარა გამოვლინებაა ალები, ოფლიანობა, ფსიქოემოციური დარღვევები, შარდის შეუკავლობა, ქავილი საშოში და ა.შ.Hormone-Balancing

მართალია ამ დროს, ესტროგენი ქრება თუმცა იმავე დონეზე რჩება ანდროგენები-მამაკაცური ჰორმონები. ამიტომ ქალს ეწყება კანის გათმიანება, ეცვლება ხმა და ცხიმოვანი ქსოვილის განლაგება, ლიპიდური ცვლა.მენოპაუზის ასაკიდან ქალები ინფარქტის განვითარების სიხშირით ძალზე სწრაფად ეწევიან მამაკაცებს და უსწრებენ კიდევაც.

დაიხსომეთ: ყოველივე ამას შესანიშნავად აგვარებს ჰორმონოთერაპია.

– მაგრამ ბევრს ეშინია ჰორმონალური პრეპარატების..

– მართალია, ჰორმონოთერაპიას ახლავს ერთგვარი რისკი. ამიტომ მისი დანიშვნის უფლება მხოლოდ მაღალკვალიფიციურ ექიმს აქვს.

შენაცვლებითი თერაპია უნდა დაიწყოთ მენოპაუზის დაწყებასთან ერთად. ასეთ დროს პაციენტთა 95%-ს არ ექნება ალების, ოფლიანობის, შარდის შეუკავლობის და კოლპიტის საფრთხე. ასევე იკლებს სხვა ფაქტორების გამოვლინებაც.