ვარიკოზული ვენების დაავადებები

ნანახია 97-ჯერ.

ვარიკოზული ვენები (ვენების გაგანიერება) არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გადიდებული, გაგანიერებული ვენები. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა, ძირითადად, ვენების გაგანიერება ქვედა კიდურებზე ჩნდება. ეს გამოწვეულია სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე დიდი ზეწოლით, რაც სისხლის მოძრაობას აფერხებს.

ბევრს ვარიკოზული ვენები მხოლოდ შესახედაობის გამო უქმნის დისკომფორტს, ზოგისთვის კი ეს პრობლემას ქმნის და ტკივილებს იწვევს. ცალკეულ შემთხვევებში გაგანიერება შეიძლება სხვა მეტად სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.

 

სიმპტომები:
ვარიკოზული ვენები ხშირ შემთხვევაში ტკივილს არ იწვევს და შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ შემდეგი სიმპტომები:

– მოლურჯო-მოიასამნისფრო შეფერილობის ვენები

– ვენები, რომლებიც წერტილებივით ჩნდებიან და ქრებიან, გვანან კორდებს ფეხებზე

ხოლო ვენები, რომლებსაც ტკივილის ნიშნები ახლავს შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს:

– ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება ფეხებში

– წვის, თრომბირების, კუნთების კრუნჩხვითი სიმპტომები, შეშუპებული წვივები

– გაძლიერებული ტკივილის შეგრძნება დიდი ხნის დგომისა და ჯდომის შემდეგ

– ქავილი ვენების გარშემო

– სისხლდენა ვარიკოზული ვენებიდან

– ფერის ცვლილება, გამკვრივებული ვენები და კანის წყლულები ტერფებთან ახლოს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თქვენ სისხლძარღვების სერიოზული დაავადება გაქვთ, რომელიც სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს

ობობის ქსელის მსგავსი ვენები გარეგნულად ძალიან ჰგავს ვარიკოზულ ვენებს, თუმცა ის გაცილებით წვრილი და პატარაა. ისინი ძირითადად კანის ზედაპირზე ჩნდებიან და მოწითალო-მოლურჯო ფერით ხასიათდებიან.

 

როდის მივაკითხოთ ექიმს:
თავის მოვლა – როგორიცაა ვარჯიში, კუმშვადი ელასტიკები – ძალიან ეხმარება ვენებს და ორგანიზმს, რომ ტკივილი და დაავადების განვითარება შეაჩეროს, თუმცა თუ თქვენ ძალიან გაწუხებთ ის, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ვენები და სახლის პირობებში მკურნალობა და მოვლა არის უშედეგო, მაშინ აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
მიზეზები:

ვენები არის სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი გულისკენ მიედინება. სისხლის დინება კი ქვედა კიდურების ვენებში ხდება ქვევიდან ზევით, ანუ დედამიწის მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგოდ. სარქველების გაუარესება და გაუმართავი მუშაობა იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რაც საბოლოოდ ვენებში წნევის ზრდას და მის გაბერვა/გადიდებას იწვევს.

მიზეზები, რომლებიც შესაძლოა ვენების გაგანიერება გამოიწვიოს:

– ასაკი: ასაკის მატებასთან ერთად ვენები კარგავს ელასტიურობას, სარქველები და ვენების კედელი ხდება სუსტი და სისხლის მიმოქცევის პროცესი გაუმართავი ხდება. სისხლი გროვდება ვენებში, რის შედეგადაც იგი დიდდება და ხდება ვარიკოზული.

– ორსულობა: არის შემთხვევები, როცა ორსულ ქალბატონებს უჩნდებათ ვარიკოზული ვენები. ორსულობა ზრდის სისხლის მოცულობას, თუმცა ამცირებს სისხლის ნაკადის მოძრაობას თქვენი ფეხებიდან მენჯების მიმართულებით. სისხლის მიმოქცევის ეს ცვლილება ნაყოფის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა სამწუხარო გვერდითი ეფექტი – ვენების გაგანიერება ახლავს თან.

 

რისკ ფაქტორები:
ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ დაავადების შეძენის რისკი

– ასაკი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შეიძლება გახდეს ვარიკოზული ვენების წარმოქმნის მიზეზი.

– სექსი: ქალებში ვარიკოზული დაავადება ხშირად ვითარდება. ჰორმონალური ფონის ცვლილება ორსულობისას და არასწორად შერჩეული ჰორმონალური კონტრაცეპტივები თქვენი ვენების გაგანიერების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

– ოჯახის ისტორია: თუ რომელიმე ოჯახის წევრს აქვს ვარიკოზული ვენები, შანსი იმისა, რომ თქვენც აღმოგაჩნდებათ – იზრდება.

– სიმსუქნე: ჭარბი წონა ეხმარება ვარიკოზულ ვენებს განვითარებაში.

– დიდი ხნით დგომა/ჯდომა: ამ დროს სისხლის მოძრაობა ფერხდება, ვენებში წნევა იზრდება და დროთა განმავლობაში დიდდება.