ყველი ბავშვებს დიაბეტისგან იცავს!

ნანახია 553-ჯერ.

მეტი ყველი და ნაკლები შაქარი ! დანიელმა და ბრიტანელმა სპეციალისტებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის , მათ შორის ბავშვებისთვის ყველის ხშირი მიღება  12%-ით ამცირებს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. მკვლევარებმა ისიც დაადგინეს, რომ ეფექტისთვის საჭიროა დღეში 55 გრ ყველის ჭამა.

ყველას სასიხარულოდ! – ყველი დაახლოებით იგივე ეფექტს იძლევა , როგორსაც შავი შოკოლადის ჭამა. კერძოდ ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვებისა და ზრდასრული ადამიანების გუნება-განწყობას. ეს ამინომჟავა ტრიფტოფანის დამსახურებაა რომლისგანაც ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონი სეროტონინი სინთეზირდება.

მაგარი სახეობის ყველი შეიცავს ტირამინს, რომელიც აუცილებელი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის, მაგრამ ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს.