სიახლეები ჰოსპიტალში

ვენების ვარიკოზული დაავადები

ვარიკოზული ვენები (ვენების გაგანიერება) არის დაავადება, რომელსაც თან ახლავს გადიდებული, გაგანიერებული ვენები. ეს დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, თუმცა, ძირითადად, ვენების გაგანიერება ქვედა კიდურებზე ჩნდება. ეს გამოწვეულია სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე დიდი ზეწოლით, რაც სისხლის მოძრაობას აფერხებს. ბევრს ვარიკოზული ვენები მხოლოდ შესახედაობის გამო უქმნის დისკომფორტს, ზოგისთვის კი ეს პრობლემას ქმნის და ტკივილებს იწვევს. ცალკეულ…

როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ღვიძლი?

ღვიძლი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა თქვენს ორგანიზმში და საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა. ყველაფერი, რასაც მიირთმევთ ან სვამთ, მედიკამენტების ჩათვლით, ღვიძლის დახმარებით სინთეზირდება მომნელებელ სისტემაში. ამიტომაც აუცილებელია, რომ მას კარგად მოვუფრთხილდეთ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სწორად შეასრულოს. ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში გვაქვს. იგი მუცლის ღრუს მარჯვენა ნაწილში მდებარეობს და ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან მავნე…

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობის შეგრძნებას?

ხშირად გაწუხებთ დაღლილობის შეგრძნება? დაღლილობა შეიძლება ფარული პრობლემის სიგნალი იყოს, ისეთი, როგორიცაა ანემია, დიაბეტი, ჰიპოთირეოდიზმი ან C ჰეპატიტი, სხვა ფაქტორებთან ერთად. მაგრამ მანამ, სანამ თქვენი ექიმი დაადგენს გაქვთ თუ არა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემასთან საქმე, შეგვიძლია ვიცოდეთ რამდენიმე ფარული მიზეზი, რომლებიც დაღლილობის მიზეზი შეიძლება გახდეს: 1. არაჯანსაღი დიეტა დიეტები, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმსა და…

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა

  ჰოსპიტალში „მედიქალსიტი“, მიმდინარეობს “დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამა. რომლის ფარგლებშიც დიაბეტით დაავადებულ პირებს უტარდებათ პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები და ექიმის კონსულტაციები, სხვადასხვა პროფილით: – ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; – ანგიოლოგის კონსულტაცია; – ნევროპათოლოგის კონსულტაცია; – ოფთალმოლოგის კონსულტაცია; – კარდიოლოგის კონსულტაცია; – გლუკოზის განსაზღვრა სისხლში; – გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა; – კრეატინინის განსაზღვრა სისხლში; – მიკროალბუმინურია; – სისხლის საერთო ანალიზი; –…

რამდენს უნდა იწონიდეს წლამდე ასაკის ბავშვი?

წლამდე ასაკის ბავშვს, მით უმეტეს – პირველი თვეების განმავლობაში, მზრუნველი მშობლები ლამის ყოველდღე წონიან და თუ პაწაწინამ სასურველი გრამების აკრეფა ვერ მოასწრო, ნერვიულობას იწყებენ. დროული (ცხრათვიანი ორსულობის შედეგად დაბადებული) ახალშობილი, ჩვეულებრივ, 2500-დან 4000 გრამამდე იწონის. ბიჭუნების საშუალო მასა 3400-3500 გრამია, გოგონებისა კი 3100-3200, მაგრამ თუ თქვენი შვილი ორიოდე ასეული გრამით მეტი ან ნაკლები წონისა დაიბადა,…

დერმატოლოგიური პრობლემები ჰიპოთირეოზის დროს

ჰიპოთირეოზის დროს განვითარებული თირეოიდული ჰორმონების ნაკლებობის შედეგად კანში ხდება ჰიდროფილური გლიკოზამინგლიკანების დაგროვება, რის გამოც მცირდება სისხლმომარაგება, ვითარდება ვაზოკონსტრიქცია, რაც წარმოადგენს ჰიპოთირეოზის დროს კანში განვითარებული ცვლილებების საფუძველს. კანის მთლიანი საფარველი მშრალია (ოფლისა და ცხიმის გამოყოფა დაქვეითებულია), ცვილისებურია , ცივია, ცომის კონსტიტენციისა. ზოგან გასქელებულია, მკვრივია-განსაკუთრებით იდაყვები, მტევანი, ტერფი (ხელისა და ფეხის გულების გარქოვანება-კერატოდერმია, გაყვითლება-კაროტინემიის შედეგად). თმები-მშრალი, უხეში,…

ბავშვთა ასაკში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა

თითქოს დაუშრეტელი ენერგიის მქონენი, ბავშვები უნდა წარმოადგენდნენ ფიზიკური სიჯანსაღის მოდელებს. თუმდა დღევანდელ დღეს რთულია დავარწმუნოთ ბავშვი ივარჯიშოს თუნდაც 10 წუთის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ რეკომენდებული დღეში 1 საათის შესახებ. სწორედ ეს არის პრობლემა… ერთი შეხედვით კარგია დაუმორჩილებელი ბავშვის მჯდომიარე მდგომარეობაში გაჩერება, მაგრამ ვარჯიშის სარგებელი იმდენად დიდია, რომ არ შეიძლება მისი უყურადღებოდ დატოვება. ბავშვებში ფიზიკური აქტივობა…

რამდენად სახიფათოა ჰორმონალური პრეპარატები

ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნა ხალხს ხშირად აშინებს. ჰორმონების ირგვლივ ბევრი მითი დაგროვდა, თუმცა მათი უმრავლესობა არასწორია. მითი 1: ჰორმონალური პრეპარატები ეს სპეციალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებია ქალებისთვის. არა. ჰორმონალური პრეპარატები სინთეზური გზით მიღებული წამლებია. ისინი მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმში გამომუშავებული ნატურალური ჰორმონების მსგავსად. ადამიანის ორგანიზმში მრავალი ორგანოა, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს:ქალის და მამაკაცის სასქესო ორგანოები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები,ცენტრალური ნერვული…

საშვილოსნოსგარე ორსულობა

  რას ნიშნავს საშვილოსნოსგარე ორსულობა? საშვილოსნოსგარე, ანუ ექტოპიური ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და განვითარება ხდება არა საშვილოსნოს ღრუში, როგორც ნორმალური ორსულობის დროს, არამედ მის გარეთ – კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს ყელში ან მუცლის ღრუს ორგანოებზე. სტატისტიკურად ყველაზე ხშირი კვერცხსავალი მილების ორსულობაა, რა დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ჩაინერგოს კვერცხსავალი მილის ამპულარულ,…

სმენის გაუარესება შაქრიანი დიაბეტის დროს

არავის სურს იმის მოსმენა, რომ დიაბეტი კორელაციაშია სმენის დაქვეითების რისკთან. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დიაბეტიანებში ორჯერ უფრო მაღალია რისკი გარკვეული ტიპისი სმენის დაქვეითების განვითარებისა. სმენის აპარატი და გლუკოზა – მრავალი კვლევით დადგინდა, რომ სმენის დაკარგვა ტიპი1-ისა და ტიპი2-ის დროს არ განსხვავდება. სმენსათან დაკავშირებული საკითხები ტიპობრიობასთან მიმართებაში ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ექსპერტთა ვარაუდით, ამ დროს მაღალია სისხლში შაქრის…