არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა და რეკომენდებული კვლევები

ნანახია 144-ჯერ.

არტერიული ჰიპერტენზია – წარმოადგენს ერთერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას, რომელიც ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით, 140 მმ.ვწ.სვ ზევით სისტოლურის და 90 მმ.ვწ.სვ ზევით დიასტოლურის
ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს მაშინ, როდესაც არტერიული წნევის ზედიზედ რამოდენიმე გაზომვის შედეგად ფიქსირდება არტერიული წნევა 139/89 მმ.ვწ.სვ–ზე მეტი.
ჰიპერტონული დაავადების მიზეზების ფორმირება სრულად დადგენილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია მემკვიდრული წინასწარგანწყობის შერწყმა გარეშე ფაქტორების არასასურველ ზემოქმედებასთან, მაგალითად, ჭარბი წონა, ნერვული სტრესი, დიდი რაოდენობით სუფრის მარილის მოხმარება, ალკოჰოლი, სიგარეტი, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება და ა.შ.
,,საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში” ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის დაწყებამდე შემდეგი რეკომენდებული კვლევები ტარდება:
ელექტრო კარდიოგრამის გადაღება;
შარდის საერთო ანალიზი;
სისხლის საერთო ანალიზი;
კოაგულოგრამა;
გლუკოზა სისხლში
კალიუმის, კრეატინინის, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა სისხლში;
ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა;
დატვირთვის ტესტი (ტრედმილომეტრია)
საჭიროების შემთხვევაში 24–საათიანი ჰოლტერმონიტორირება და არტერიული წნევის მონიტორინგი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!