პედიატრის რეკომენდაციები კორონავირუსთაან დაკავშირებით

ნანახია 72-ჯერ.

1. თუ კი თქვენ ბავშვთან ერთად ან მის გარეშე იყავით ტერიტორიაზე სადაც დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ან იყავით კონტაქტში დაავადებულთან, შეატყობინეთ თქვენი ოჯახის პედიატრს ფაქტის შესახებ, დარჩით სახლში და იყავით იზოლაციაში.

2. თუ ეჭვობთ რომ თქვენს ბავშვს აქვს ახალი კორონავირუსი, არ მიიყვანოთ ის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, დაეკონტაქტეთ ტელეფონით თქვენს ექიმს, არ მიმართოთ ემერჯენსს, თუმცა გააკეთეთ შეტყობინება  1505 (საქართველოსთვის).

3. ხშირად დაიბანეთ ხელი თქვენც და თქვენმა ბავშვებმაც საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ ხელი ალკოჰოლის შემცველი გელით (მინიმუმ 60 %)

4. დაიცავით 1 მეტრიანი დისტანცია პირებთან, რომელთაც აღენიშნებათ ხველა, ცემინება ან ცხელება.

5. თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება ტემპერატურა, ხველა ან გაციება, დატოვეთ სახლში, მოარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. არ მიიღოთ მედიკამენტი კონკრეტული ინფორმაციის გარეშე.

6. ასწავლეთ თქვენ შვილს როგორ დაახველოს და დააცემინოს სწორად.

7. დაიცავით სისუფთავე სახლში, დაასუფთავეთ ზედაპირები სპირტხსნარებით და ქლორის შემცველი ხსნარებით, განსაკუთრებული ყურადღებით იყავით სათამაშოებთან, მითუმეტეს თუ მათ იყენებენ სხვა ბავშვებიც.

8. გამოიყენეთ ნიღაბი, თუ კი ხართ ავად, განსაკუთრებით თუ კი ოჯახში გყავთ ბავშვები.

9. სიფრთხილით მოიხსენით ნიღაბი და გადააგდეთ თავდახურულ ურნაში.

10. არ მოგერიდოთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 596 00 30 10; 599 97 14 40, ან დაუკავშირდეთ თქვენს პედიატრს დამატებითი ინფორმაციისათვის. ჩვენი სამსახური მუდამ მზადაა დახმარების ხელი გამოგიწიდოთ.

მის:ქუთაისი ფოთის ქუჩა #40
#დარჩისახლში