როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა

ნანახია 2896-ჯერ.


🔸მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო იმატა საზოგადოების ინტერესმა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით . უფრო და უფრო აქტუალური ხდება ინტერესი „იმუნიტეტის გაძლიერების „ ,“გაჯანსაღების „ მიმართ . მართალია, მსოფლიოში ერთი რაიმე კონრეტული აბი ან ვაქცინა ჯერ არ არსებობს , რომელიც კორონავირუსული ინფექციისაგან სრულად დაგვიცავს,თუმცა ფიქრი ჯანსაღ ცხოვრების წესსა და იმუნიტეტის ხელშეწყობაზე სრულიად არაა ურიგო .
🔸 იმუნური სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე რჩევის გათალისწინება : კარგი კვება, ხელის ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა , სტრესის შემცირება და ძილის რეჟიმის მოწესრიგება .
🔸იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად ერთ ერთი უმთავრესი როლი საკვებ პროდუქტებს ენიჭება, რომელთა შორისაც უმთავრესებს ქვემოთ გაგაცნობთ :
ყველასათვის ცნობილია C ვიტამინის გამორჩეული როლი იმუნური სიძლიერისთვის , შესაბამისად მას უმთავრესად ქიმიურად დამუშავებული , მედიკამენტოზური ფორმით მოიხმარენ ხოლმე . თუმცა ბუნებაში არსებული სხვა და სხვა პროდუქტების საშუალებით ამ ვიტამინის ბუნებრივი გზით შევსებაც შეგვიძლია. ასეთია მაგალითად : ციტრუსები: ლიმონი, ფორტოხალი, ლაიმი, მანდარინი , გრეიფუტი . ამ ხილს მაღალი მაღალი ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვთ , რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმუნიტეტის სიძლიერისთვის. გარდა ციტრუსისა C ვიტამინის წყაროდ ასევე მოიაზრება ბროკოლი , მარწყვი ,ჟოლო, ბულგარული წიწაკა . ბროკოლი გარდა C ვიტამინისა ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს A,E ვიტამინს, კალიუმს და სხვა ანტიოქსიდანტებს . ასევე C ვიტამინით ძალიან მდიდარია ბულგარული წიწაკა –1 ცალი წიწაკით შესაძლებელია მთელი დღის საჭირო C ვიტამინის მარაგის შევსება
C ვიტამინის ძირითადი ფუნქციაა სისხლში ანტისხელების დონის გაზრდა და ლიმფოციტების დიფერენცირების ხელშეწყობა, ორგანიზმის მოთხივნილების და მიხედვით.
🔸შემდეგი მნიშვნელოვანი კომპონენტია D ვიტამინი, რომლის მნიშვნელობაზე უამრავი შეიძლება ითქვას . ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორთა ცნობით ის არეგულირებს ისეთი პროტეინების პროდუქციას, რომელსაც ინფექციური აგენტების – ბაქტერიებისა და ვირუსების სელექციური განადგურება შეუძლია. ზამთართან ასოცირებული D ვიტამინის დეფიციტი , რაც ძირითადად მზის სხივების ნაკლებიბითაა ინდუცირებული – ზრდის მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სისხშირეს შესაბამისად ამ ვიტამინის ბალანსის შევსება სეზონური მწვავე რესპირაციული დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა . შესაბამისად , სასურველია სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა სპეციალური ანალიზის საშუალებით და დეფიციტის შემთხვეავაში საკვები სახით შევსება მაინც , ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების საშუალებით : თევზის ცხიმიანი სახეობები (მათ შორის დაკონსერვებული სახით) ;კვერცხი, მცენარეული რძის პროდუქტები, ყველი, სოკო .

🔸იმუნური სისტემის „სიძლიერისთვის“ ასევე აუცილეელია A ვიტამინის ბალანსის ქონა, რაც ორგანიზმში ბეტა კაროტინის გარდაქმინის შედეგად მიიღწევა. მისი ძირითადი ფუნქციაა ტოქსინებისა და სხვა უცხო ნივთიერებებისგან ორგანიზმის გაწმენდა. მაშასადამე , პროდუქტები რომელბიც აღნიშნულ საქმეში დაგვეხმარება არის : სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, მანგო , ატამი , ისპანახი , ბროკოლი , კომბოსტი , ნესვი.
🔸 შემდეგი მნიშვნელოვანი კომპნინეტი, უფრ სწორედ კი მიკროელემენტი , რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვავე რესპირაციული დაავადებების სეზონზე არის თუთია – Zn ! რამეთუ ის ეხმარება იმუნურ სისსტემას გაძლიერებასა და დიფერენცირებაში . ერთ–ერთრმა მეტა ანალიზმა ცხადყო, რომ თუთიის პრეპარატებს ძალუძთ გაციების დროს სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირება ( აღნიშნული შედეგის სრული კონფირმაცია უფრო მაღალი დონის კვლევების საჭიროებს ). თუთის წყარო ჩვენს კვებაში არი ს: ლობიო , ოსპი, თხილი, გამაგრებული მარცვლეული, ხორბლის ჩანასახები, მოლუსკები , (მათ შორის დაკონსერვებული) კრაბი, კიბორჩხალა, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ფრინველის წითელი ხორცი და იოგურტი.
🔸გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა იმუნიტეტის სიძლიერისთვის ასევე დიდ მნიშნელობა აქვს ორგანიზმის შევსებას პროტეინებით , რაც იმუნური უჯრედების და ანტისხეულების ე.წ. „საშენ მასალას“ წარმოადგენს და გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს მის სრულყოფილ ფუნქციონირებაში. პროტეინის წყარო შესაძლოა იყოს როგორც ცხოველური ასევე მცენარეული საკვები. ამ კუთხით ძალიან კარგია თუ მიიღებთ თევზს, ფრინველის და საქონლის ხორცს, რძეს, იოგურტს, კვერცხს, ხაჭოს, ასევე პროტეინის წყაროდ მოიაზრება თხილი, ლობიო, ოსპი. დღეს დღობით ცხოვრების დატვირთული რიტმიდან წესიდან გამომდინარე , რეკომენდებულია წასახემსებელი პროდუქტებში მაქსიმალურად შეირჩეს პროტეინებით მდიდარი ინგრედიენტების კომბინაცია .
🔸 იმუნიტეტის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მიკრობიომის გაძიერება, რაც პრე და პრობიოტიკების შევსებით მიიღწევა . ამ მხრივ დაგეხმარებათ კეფირის და იოგურტის ყოველდრიური მიღება , ასევე მარცვლეული, ბანანი, ნიორი, ხახვი , პრასი , არტიშოკი და ლობიო .
🔸მწვავე რესპირაციული დაავადებების სეზონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითხის ადექვატური ბალანსის შევსება, რადგა ზომიერია დეჰიდრატაციაც კი შეიძლება ორგანიზმისთვის სტრესული აღმოჩნდეს . ამერიკელი ნუტრიციოლოგების რჩევით ქალის დღიური სითხის ბალანსი უნდა შედგენდეს 2,7 ლიტრს , ხოლო მამაკაცის 3,7 ლ. აღნიშნულის შევსება რეკომენდებულია, როგორც სასმელი წყლით, ასევე აქცენტის გაკეთებით წვნიან კერძებზე ან სითხით მდიდარ (წვნიან) ხილსა თუ ბოსტნეულის სახეობებზე.
🔸 გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა მხედველობაშია მისაღები მავნე ჩვევების მაქსიმალურად შემცირება და მათგან განთავისუფლება . მაგალითად ალკოჰოლის ჭარბი , ხშირი მოხმარება იმუნურ სისტემას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობს ორგანიზმის მებრძოლი უნარის დაქვეითებაში.
🔸მხვედელობაში მისაღებია ვაქცინაციის პროფილის გადახედვა და მოწესრიგება. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია გეგმიური კალენდრით –ბავშვობის ასაკში , ასევე არის დამატებითი აცრები– მათ შორის მაგ . გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა , რომელიც ეფექტური საშულებაა რესპირაციული ინფექციების სეზონზე თავის დასაცავად და გართულებების თავიდან ასარიდებლად ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. არსებობს სხვა და სხვა დაავადების საწინააღმდეგო დამატებითი აცრები, რომელიც საშუალო ან ხანდაზმულ ადამიანებს გარკვეული მიზეზით შესაძლოა ბავშვობის ასაკის დროინდელ აცრის კალენდარში არ ჰქონდა , თუმცა პრევენციის მიზნით შესაძლოა გაიკეთოს მოზრდილ ასაკში. (მაგ . B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა და ა.შ ) , სასურველია ამ მხრივ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან .
🔸 ორგანიზმის გაჯანსაღებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში სასიცოცხლო როლი აქვს ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას . ვარჯიში ხელს უწყობს მაგ. მაკროფაგების პროდუქციის გაზრდას– სპეციალური უჯრედების ,რომელიც უშუალოდ ებრძვის ბაქტერიას ორგანიზმში შეჭრისას. ასევე ფიზიკური აქტივობისას იზრდება სხვა მრავალი ისეთი უჯრედის პროდუქცია ორგანიზმში , რომელთაც ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში .
🔸 ადექვატური ძილის რეჟიმი – ძილი ერთგვარ „გადატვირთვას“ უკეთებს ჩვენს ორგანიზმს დატვირთული, სტრესული სამუშაო დღის შემდგომ და ორგანიზმს ძალების აღდგენაში ეხმარება . იგივე შეიძლება ითქვას კონკრეტულად იმუნურ სისტემაზეც –ანუ ძილის რეჟიმის დარღვევა ერთ ერთი ის სტრეს ფაქტორია , რომელმაც იმუნიტეტის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს.
🔸 ჯანმრთელ ცხოვრების წესსა და იმუნიტეტის გაჯანსაღებაზე ან მავნე ფაქტორებზე შესაძლოა კიდევ ბევრი ვისაუბროთ, თუმცა თუკი ზემოთ ჩამოთვლილ იმ ძირითად , რამდენიმე რჩევას მაინც ცხოვრების ყოველდღიურ წესში აქტიურად გაითვალისწიენებთ და ყოველდღიურ რუტინაში ჩართავთ თქვენ ხელს შეუწყობთ ორგანიზმის გაჯანსაღებას და დაავადებებთან ორგანიზმის მებრძოლი უნარის ამაღლებას .
🔸გისურვებთ ჯანმრთელობას !
ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტი“-ს ექიმი ინფექციონისტი ნათია შავგულიძე