როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი ისე, რომ ვირუსებისგან დაგვიცვას?

ნანახია 192-ჯერ.

ვირუსების გააქტიურებასთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. სამედიცინო ნიღბის დანიშნულება ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა, თუმცა პირბადის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად, გაზარდოს. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ნიღბის სწორად გამოყენებასა და მისგან საჭირო ეფექტის მიღებაში დაგეხმარებათ:

1. ვირუსების პერიოდში ყოველთვის ატარეთ პირბადე ხალმხრავალ და დახურულ სივრცეში, ქუჩაში ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული;

2. პირბადის გაკეთების წინ სასურველია ხელების საპნით დაბანა. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც ამავეს გირჩევთ.

3. ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!

4. გაიკეთეთ პირბადე ისე რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს;

5. თუ მას აქვს რეზინის მარყუჟი კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ ზონარიანია – ყველა შეიკარით. ის მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული;

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ჯანმრთელ ადამიანს სნეულის დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს;

სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია. კვლევებით, პირბადის გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა ვირუსის შეყრის რისკს 50%-ით ამცირებს.