ალცჰაიმერის დაავადება – როგორც განაჩენი

ნანახია 1147-ჯერ.

alcmaieris-daavadebaალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ეს დაავადება პირველად აღწერა გერმანელმა ექიმმა ა. ალცჰაიმერმა 1970 წელს.ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰაიმერის დაავადება. ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%-ს აქვს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი.

ამ დაავადების აღმოცენება არ არის დამოკიდებული ეროვნებაზე, რასაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორც წესი, დებიუტირებს 40-50 წლის შემდეგ, თუმცა აღწერილია დაავადების ადრეული ასაკიც – 28 წელი. დაავადება ხშირად ამოუცნობი რჩება და სიკვდილიანობის მიზეზთა შორის იგი მეოთხე ადგილზეა (მხოლოდ აშშ-ში ამ დაავადებისგან 100 000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად).

ალცჰაიმერის დაავადების დროს ხდება  ტვინის ატროფია – მოცულობისა და წონის შემცირება, ასევე – ქერქის ხვეულების განლევა, ქერქის ღარებისა და პარკუჭების გაფართოება. ატროფიას ყველაზე მეტად განიცდის თხემის, საფეთქლისა და შუბლის წილები.

Alzheimers-001-1

ალცჰაიმერის რისკ ფაქტორები
  • ასაკის მატება
  • ოჯახური ისტორია ალცჰაიმერის დაავადებით
  • APOE4-ის გენის მატარებლობა
  • თავის ხშირი ტრავმა
  • ვასკულური რისკ ფაქტორები (დიაბეტი, ათეროსკლეროზი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტეროლის მაღალი დონე)

გთავაზობთ, ალცჰაიმერის  ოფიციალური საზოგადოების ვებ საიტზე განთავსებული სადიაგნოსტიკო კითხვარის ქართულ თარგმანს. მასში მოცემულია პირველადი ათი ნიშანი რომელთა გაცნობის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

  1. მეხსიერების დაკარგვა რომელიც აუარაესებს ყოველდღიურ ცხოვრებას.ალცჰაიმერის დაავადების ( განსაკუთრებით კი ადრეულ სტადიაზე) ერთ ერთი გავრცელევბული ნიშანია ახლახანს მიღებული ინფორმაციის დავიწყება. 
  2. ეჭვის შეტანა საკითხების დაგეგმვასა თუ გადაწყვეტაში: ზოგ ადამიანს შეიძლება შეეცვალოს მისი შესაძლებლობა ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტისას, რიცხვებთან მუშაობისას და ა.შ.შ
  3. საშინაო საქმეებისა და სამუშაო დავალებების შესრულების გართულება:ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებს უჭირთ ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. ხანდახან მათ უჭირთ საცხოვრებელ ადგილას მანქანით მისვლა, სამუშაოსას ბიუჯეტის მართვა, საყვარელი თამაშის წესების დამახსოვრება.
  4. დაბნევა დროსა და სივრცეში. ალცჰაიმერით დაავადებულ ხალხს ხშირად ავიწყდება თარიღთა მიმდინარეობა, სეზონები და დროის მონაკვეთები.
  5. სივრცითი ურთიერთქმედებებისა და ვიზუალური სურათის აღქმის გართულება. ზოგიერთ შემთხვევაში მხედველობის პრობლემა ალცჰაიმერის ნიშანიცაა. ასეთ ადამიანებს უჭირთ კითხვა, სივრცეში დისტანციის შეფასება, კონტრასტის ფერის გარჩევა. 
  6. ახალაღმოცენებული პრობლემები სიტყვებთან წერისა და კითხვისას. ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანს შეიძლება უჭირდეს საუბარშიჩართვა. შეიძლება ასეთი ადამიანი შუა საუბრისას გაჩერდეს და ვეღარ შეძლოს საუბრის გაგრძელება ან ელაპარაკოს საკუთარ თავს.  
  7. საგანთა გადანაცვლება და საფეხურეობრივი მოქმედების უნარის დაკარგვა. შესაძლებელი ალცჰაიმერით დაავადებულმა ნივთებს არასწორი მდებარეობა მიუჩინოს. ასევე შეიძლება, რომ მან დაკარგოს რაიმე ნივთი და ვეღარ შეძლოს იმის გახსენება, თუ როგორ მოხდა ეს .
  8. დაქვეითებული, გაღარიბებული დასკვნები. ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანს შეიძლება შეეცვალოს დასკვნის გაკეთების ან შეფასების უნარი. მაგალითისთვის მათ შეიძლება შეცდომა დაუშვან ფულის დათვლასას ან ტელემაღაზიის კურიერზე შეკვეთის მიცემაში. ასევე შესაძლებელია, რომ ზემოხსენებული დაავადებით დაავადებულმა ადამიანმა ნაკლები ყურადღება დაუთმოს პირად ჰიგიენასა და სისუფთავეს. 
  9. სამუშაოს ან სოციალური აქტივობებისგან ჩამოშორება. ალჰეიმერით დაავადებული ადამიანი შეიძლება ჩამოშორდეს სამსახურს, სოციალურ აქტივობებს, პროქტებს, სპორტს ან საყვარელ საქმეს . მათ შეიძლება გული აიცრუონ საყვარელ გუნდზე ან დაავიწყდეთ თუ რა არის მათი ჰობი. ასევე მსგავსი ტიპის ადანიამებმა შეიძლება თავი აარიდონ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს. 
  10. პიროვნული და ხასიათის ცვლილებები. ალცჰაიმერით დაავადებულებს ეცვლებათ ეს მახასიათებლები. ისინი შეიძლება გახდნენ: დაბნეულები, დეპრესიულები, ეჭვიანები, მღელვარე და დაავადნენ შიშებით. 

alzheimerquiron.jpg

ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობით ნელდება პროცესის პროგრესირება, მაგრამ უკუგანვითარება, სამწუხაროდ, შეუძლებელია.  მკურნალობისას ქირურგულ ჩარევას არ მიმართავენ. პროფილაქტიკის სპეციფიკური მეთოდებიც არ არსებობს, ისეთივე პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება, როგორიც ათეროსკლეროზის დროს.