1. რამდენი წლის ბრძანდებათ?
ა) 30 წლამდე;
ბ) 30-დან და 40-მდე;
გ) 40-დან 50-მდე;
დ) 50 წელზე მეტის.
2.ეწევით?
ა) დიახ;
ბ) არა.
3.ხშირად სვამთ?
ა) საერთოდ არ ვსვამ;
ბ) მხოლოდ დღესასწაულებზე;
გ) თვეში 3-4-ჯერ;
დ) ყოველდღე.
4.რამდენს სვამთ ჩვეულებრივ?
ა) საერთოდ არ ვსვამ;
ბ) მხოლოდ სიმბოლურად;
გ) ვსვამ მხოლოდ მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელს, იმასაც ზომიერად;
დ) შემიძლია, საკმაოდ ბევრი დავლიო, მაგრამ ზომიერება არასდროს მღალატობს;
ე) ბევრს, რადგან სმის დროს თავს ვერ ვაკონტროლებ.
5. როგორ იკვებებით?
ა) მკაცრ დიეტას ვიცავ;
ბ) გეახლებით მხოლოდ ჯანსაღ საკვებს;
გ) ვჭამ, როცა ვახერხებ და რასაც ვახერხებ;
6. თქვენს სამუშაოს შეიძლება ვუწოდოთ?
ა) მჯდომარე;
ბ) მდგომარე;
გ) აქტიური ფიზიკური შრომა;
დ) არ ვმუშაობ.
7. ოდესმე A ჰეპატიტით ხომ არ ყოფილხართ ავად?
ა) დიახ, მაგრამ დიდი ხნის წინ;
ბ) დიახ, ეს ვირუსი 2-3 წლის წინ გადავიტანე;
გ) ცოტა ხნის წინ ვიავადმყოფე;
დ) არა.
8. რამდენად ხშირად სვამთ წამლებს?
ა) საერთოდ არ ვსვამ;
ბ) იშვიათად;
გ) ხშირად, რადგან ქრონიკული დაავადებები მაქვს;
დ) მუდმივად, რადგან ქრონიკული დაავადება მაქვს;
ე) ყოველდღიურად ვიღებ სხვადასხვა ჯგუფის წამლებს;
ვ) ახლა არაფერს ვსვამ, მაგრამ ცოტა ხნის წინ მკურნალობის რთული კურსი ჩავიტარე.
9. ხომ არ შეგიმჩნევიათ საკუთარი თავისთვის ასეთი სიმპტომები (აღნიშნეთ ყველა)?
ა) ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში;
ბ) მწარე პირის გემო;
გ) კანის, სკლერების, რქოვანა გარსის ყვითელი შეფერილობა;
დ) კანის ქავილი;
ე) საჭმლის მონელების დარღვევა;
ვ) მადის დაქვეითება;
ზ) გულის რევის შეგრძნება;
თ) სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები სხეულზე;
ი) უმიზეზოდ გაღიზიანება.
10 ქულამდე: გეტყობათ, ზრუნავთ საკუთარ ორგანიზმზე და ისიც ამითვე გპასუხობთ, თუ ასე განაგრძნობთ, კარგა ხანს არ გეცოდინებათ, სად გაქვთ ღვიძლი, ჯანმრთელი ორგანიზმი თვითონ ებრძვის დაავადებას.
10-დან 20 ქულამდე: მართალია, ღვიძლი ჯერ არ გაწუხებთ, მაგრამ თუ თავს არ მიხედავთ, გამორიცხული არ არის საზრუნავი მალე გაგიჩინოთ.
20-დან 30 ქულამდე: სასწრაფოდ მიხედეთ ღვიძლს, რათა ქრონიკულ დაავადებას გადაურჩეთ.
30 და მეტი ქულა: თქვენი ღვიძლის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ არცთუ სახარბიელოა. ალბათ ეს თვითონაც იცით.
ჯანმრთელობის დაბრუნება ადვილი არ არის, მაგრამ ამისკენ უნდა ისწრაფვოდეთ – ღვიძლი ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა.