ტესტი – რამდენად ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ?

ნანახია 1935-ჯერ.

medicalcity

იმუნური სისტემა – იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმის დამცავი ბარიერია, გადამდებ დაავადებათა და მათ გამომწვევთა მიმართ ორგანიზმის შეუვალობაა.სამწუხაროდ, დაქვეითებულ იმუნიტეტს არ მიიჩნევენსაშიშ სიმპტომად, არადა, სწორედ ის ხდება სიცოცხლისთვის სახიფათოდაავადებების საწყისი.გაინტერესებთ,რა მდგომარეობაშია თქვენი იმუნური სისტემა და რა სჭირდება მას? ამის გარკვევაში ეს ტესტი დაგეხმარებათ. უპასუხეთ კითხვებს და დააჯამეთ ქულები:

 

 

 

96c73d653918

 

ხშირად მიირთმევთ ხილსა და ბოსტნეულს?

ა) ყოველდღე – 0
ბ) კვირაში 2-3-ჯერ – 1
გ) იშვიათად – 3

 

რამდენი საათი გძინავთ ღამით?

ა) 6 საათზე ნაკლები – 3
ბ) 6-8 საათი – 1
გ) 8 საათზე მეტი – 0

 

რა სიხშირით მისდევთ სპორტს?

ა) კვირაში 3-4-ჯერ – 0

ბ) კვირაში დაახლოებით 2-ჯერ – 1

გ) კვირაში ერთი დღე – 3

 

გაწუხებთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად, რევმატიზმი)?

ა) კი – 2
ბ) არა – 0

 

სვამთ რომელიმე მედიკამენტს რეგულარულად?

60986607-teblete-antibiotik ა) კი – 2
ბ) არა – 0

 

ეწევით სიგარეტს?

ა) კი – 2

ბ) არა – 0

 

რამდენჯერ ცივდებით წელიწადში?

ა) 6-ზე მეტჯერ – 3
ბ) 3-6-ჯერ – 1
გ) 3-ჯერზე ნაკლებად – 0

 

ხშირად იმყოფებით სტრესულ მდგომარეობაში ან ხშირად ხართ ემოციურად დაძაბული?

ა) კი, საკმაოდ ხშირად ვნერვიულობ- 3
ბ) ვიღებ სტრესსაც, მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, მოვდუნდე – 1
ბ) არა, თითქმის ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ვარ – 0

 

ტესტის შედეგები

0-7 ქულა

საკმაოდ ძლიერი იმუნური სისტემა გაქვთ. გაციება და სხვა ინფექციური დაავადებები თქვენთვის არ არის საშიში. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა იზრუნოთ ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ამისთვის თქვენ:

…უნდა მიიღოთ მეტი სითხე…

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი იმუნური სისტემა მედგრად დგას თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე, საკმარისია რამდენიმე დღე ცოტა სითხე სვათ, რომ ვირუსებს გზა გაეხსნებათ – ისინი ხომ განსაკუთრებით ადვილად აღწევენ ორგანიზმში მშრალი ლორწოვანი გარსებიდან. პრობლემა რომ არ შეგექმნათ, დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი ან უშაქრო ჩაი უნდა სვათ.

…მეტი ხანი უნდა გაატაროთ სუფთა ჰაერზე…

უმჯობესია, ივარჯიშოთ გარეთ. თუ ვარჯიშს, დილაობით ძუნძულს ან სირბილს ვერ ახერხებთ, ყოველდღე 30 წუთი მაინც იარეთ ფეხით.

…სწორად უნდა იკვებოთ…

ტესტის მიხედვით, თქვენი „ვიტამინური რეზერვი“ ჯერ კიდევ სავსეა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ზამთარში და ადრე გაზაფხულზე უმეტესად ერთფეროვნად ვიკვებებით, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი რაციონი. ეცადეთ, სუფრაზე რეგულარულად მონაცვლეობდეს სხვადასხვა ბოსტნეული, მაგალითად, კომბოსტო, სტაფილო, წიწაკა. ასევე რეგულარულად მიირთვით ხილი.

8-16 ქულა

თქვენი იმუნური სისტემა რამდენადმე დასუსტებულია. მეტი უნდა დაისვენოთ. გარდა ამისა, თქვენ დაგეხმარებათ:

…კონტრასტული შხაპი….

მაღალი და დაბალი ტემპერატურის მონაცვლეობა იმუნური სისტემის წვრთნის საუკეთესო საშუალებაა. კონტრასტული შხაპი უმჯობესია დილაობით მიიღოთ. გახსოვდეთ, შხაპი ცივი წყლით უნდა დასრულდეს

…თუთიის დამატებითი ულუფა…

თუთია ააქტიურებს იმუნურ რეაქციებს, რომლებიც მიმართულია ბაქტერიების, ვირუსებისა და  სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ. ამ ელემენტის ნაკლებობისას ორგანიზმში მნიშვნელოვანი იმუნური პროცესები ფერხდება, შესაბამისად, იკლებს დამცველობითი რეაქციები. თუთიას ძირითადად შეიცავს რძის ნაწარმი. კვერცხი და საქონლის ხორცი.

…დასვენება და სიმშვიდე…

ეცადეთ, 8 საათზე მეტხანს იძინოთ ღამით, დღის განმავლობაში კი დროდადრო ათწუთიანი შესვენება მაინც მოიწყოთ. შესვენების დროს აუცილებლად დალიეთ გვირილის ნაყენი ან თქვენი სამუშაო დაწესებულების გარშემო გაისეირნეთ. ნუ მიეძალებით ყავას, დღეში ერთი ფინჯანი საკმარისია.

…სპორტი…

ათწუთიანი ვარჯიშიც კი აკაჟებს იმუნიტეტს, ამცირებს მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს. ძალიან სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა სუფთა ჰაერზე, ცურვა. სპორტის ამა თუ იმ სახეობის არჩევამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.>

17-21 ქულა

სამწუხაროდ, თქვენი იმუნიტეტი ზამთრის წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ახლა თქვენ განსაკუთრებით გემუქრებათ გაციების ან კიდევ ამა თუ იმ ინფექციური დაავადების განვითარების საფრთხე. ეს რომ არ დაუშვათ,  იმუნიტეტი უნდა გაიძლიეროთ. ამაში დაგეხმარებათ:

…პრობიოტიკების შემცველი საკვები…

როგორც წესი, ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციები ქვეითდება მაშინ, როდესაც ნაწლავის მიკროფლორა დარღვეულია, ამ უკანასკნელის აღდგენა კი პრობიოტიკების შემცველი პროდუქტებით არის შესაძლებელი. ერთი ჭიქა კეფირი საღამოობით და იოგურტი დილაობით აღგიდგენთ მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს.

…სამკურნალო მცენარეები…

ისეთი მცენარეები, როგორიცაა ასკილი, კუნელი, კრაზანა, ჟენ-შენი, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს დამცველობითი ფუნქციის მქონე უჯრედთა გამრავლებას, ანადგურებს მავნე ბაქტერიებსა და ვირუსებს. გამოიყენეთ ეს მცენარეები. სვით მათი ნაყენები და ნახარშები 15-20 დღის განმავლობაში. უკვე ერთ კვირაში იგრძნობთ ძალთა მოზღვავებას, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

…ვიტამინებით მდიდარი საკვები…

იმუნურ სისტემას ნორმალური ფუნქციობისთვის სჭირდება ცილები, A, C, E და B ჯგუფის ვიტამინები. სრულფასოვანი ცილები ხორცში, თევზსა და პარკოსნებშია. AA Aვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ღვიძლი, კვერცხი, კარაქი. B ჯგუფის ვიტამინებს წიწიბურას, ქატოს, მარცვლოვნებისა და ნიგვზის მეშვეობით მიიღებთ. მზესუმზირა, ნიგოზი და პარკოსნები უხვად შეიცავს E ვიტამინსაც, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. გაიმდიდრეთ რაციონი ამ პროდუქტებით. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული.