ბავშვის ხელოვნური კვება

ნანახია 1135-ჯერ.

2.2.2-preparing-bottle-feed-for-baby-660x403

ზოგჯერ იძულებული ვხდებით, ახალშობილი ხელოვნურად ვკვებოთ. ასე ხდება, როცა დედას ნივთიერებათა ცვლა აქვს დარღვეული ან მძიმედ არის ავად. როცა პატარა უდედოდ რჩება და ა.შ. ასეთ დროს მთავარია, ხელოვნური კვებისას შემდეგი წესები დავიცვათ:

 

– საკვებად გამოიყენეთ მხოლოდ ე.წ. ადაპტირებული ხელოვნური ნარევი;

– საკვები მოამზადეთ სუფთა ჭურჭელში და სტერილურ ბოთლში ჩაასხით;

– ბავშვს მხოლოდ ახალმომზადებული საკვები მიეცით, რომლის ტემპერატურა უახლოვდება სხეულის ტემპერატურას (37 გრ. C);

– ბოთლი დახრილი გეჭიროთ, ისე რომ საკვები ბოთლის ყელსა და საწოვარას ავსებდეს. ეს იმისთვის, რომ პატარას ჰაერი არ ჩაეყლაპოს;

– არაფრით არ შეიძლება ბავშვის ბოთლით მარტო დატოვება, მკერდზე დადება, ხელში მიცემა და ა.შ;

– საწოვარას ნახვრეტი ისეთი ზომისა უნდა იყოს, რომ რძე თავისუფლად, მაგრამ სუსტი ნაკადით მოედინებოდეს;

– კვება 15-30 წუთი უნდა გაგრძელდეს.

 ხელოვნური კვებისათვის იყენებენ ორი ჯგუფის ნარევებს: ადაპტირებულს და არა ადაპტირებულს.

არაადაპტირებული პროდუქტები გახლავთ ძროხის რძე და მაწონი. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ეს საკვები არ შეიცავს საკმარის ცხიმს, ვიტამინებსა და ცალკეულ ამინომჟავებს და ბავშვის ორგანიზმის ყველა მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. ასე რომ, მათი გამოყენება ამ მიზნით რეკომენდებული არ არის.

ადაპტირებული ნარევები კი სრულფასოვანი საკვებია, მათში ხელოვნურადაა შემცირებული ცილებისა და მარილების შემცველობა. გარდა ამისა, მათში შემავალი ამინომჟავები , ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები ქალის რძისას უახლოვდება.baby_feeding_highchair

საქართველოში ორი ჯგუფის ადაპტირებული ნარევები იყიდება. პირველი ტიპის ნარავები პირველ 4-6 თვის განმავლობაში გამოიყენება, მეორე ტიპისა კი – 6 თვის შემდეგ. მათ მიეკუთვნება საკვები მცირეწონიანი და დღენაკლული ბავშვებისათვის, სოიოს რძეზე დამზადებული ნარევები, ჰიდროლიზებული ცილის შემცვლელი ალერგიული ბავშვებისათვის და ნარევები , რომლებიც არ შეიცავს ფენილალანინს, ლეციტინსა და სხვა ამინომჟავებს. მათ პატარებს ფერმენტოპათიების  დროს აძლევენ.

წყალი

ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვი წყლის მოთხოვნილებას მიღებული საკვებით იკმაყოფილებს, თუმცა ზოგჯერ, განსაკუთრებით ზაფხულში, კვებათა შორის შეგიძლიათ წყალი დამატებით მისცეთ.

როგორ მოვუაროთ ბოთლებს

imagesჭუჭყიანი ბოთლი ცხიმის მოსაცილებლად ჯერ ცხელ წყალში ჩაალბეთ, მერე კი ჯაგრისითა და სუფთა გამდინარე წყლით გარეცხეთ. ამის შემდეგ ბოთლებს სტერილიზაცია უნდა ჩაუტაროთ – 10 წუთის განმავლობაში ადუღოთ ან სპეციალური ანტისეპტიკური ტაბლეტები გამოიყენოთ. საწოვარა გარეცხეთ გამდინარე წყალში, შიგნიდან გაწმინდეთ მარილით, შემდეგ გადაავლეთ მფუღარე წყალი და გასასტერილებლად 10 -15 წუთი ადუღეთ.