ზოგი რამ ფარისებრი ჯირკვლის შესახებ

ნანახია 1368-ჯერ.

Male anatomy of human organs in x-ray viewენდოკრინოლოგიური სისტემა ჰორმონების “დიდი საწარმოა”. აქ წარმოიქმნება აქტიური ნივთიერებანი, რომელიც მთელ ორგანიზმში გადაიტყორცნება და ყველა ორგანოს მუშაობაზე ახდენს ზემოქმედებას.
ჯირკვლები – ჰორმონების წარმომქმნელი ორგანოები – მთელს ორგანიზმშია მიმოფანტული.
ყველაზე მსხვილი “მწარმოებელი” ფარისებრი ჯირკვალი გახლავთ. იგი 3 სახის ჰორმონს გამოიმუშავებს: კალციტონინს, რომელიც ძვლების სიმაგრის, ფრჩხილებისა და კბილების სტრუქრურის შენარჩუნებაში გვეხმარება და ორ თირეოდულ ჰორმონს, რომლებიც სასუნთქ სისტემაზე, საკვებისა და წყლის მოხმარებაზე, ადაპტაციის უნარზე, მშვიდ ძილზე ახდენს გავლენას. ერთი სიტყვით, რამდენად ენერგიულია ადამიანი, სწორედ ამ ჰორმონებზე გახლავთ დამოკიდებული.

ჯირკვლის ფუნქციური ცვლილებები ძირითადად ორი სახისა გახლავთ: ჰორმონების დონე ან იმატებს ან იკლებს. მატებას ჰიპერთირეოზს იმავე ბაზედოვის დაავადებას უწოდებენ, ხოლო კლებას ჰიპოთირეოზს.

როცა ჰორმონი ზედმეტია

ბაზედოვის დაავადების დროს თირეოდული ჰორმონები ჭარბად წარმოიქმნება და ორგანიზმს წამლავს. ბაზედოვის დაავადება სამი მთავარი ნიშნით ამოიცნობა. ესენია:

  • ჩიყვი – გადიდებული ჯირკვალი, რომელიც თვალნათლივ ჩანს
  • გადმოკარკლული თვალები
  • ტაქიკარდია –  გულისცემის გახშირება

მოდით, გავარკვიოთ ხომ არ გამოგვეპარა დაავადება. იქნებ, დროა ენდოკრინოლოგს ესტუმროთ?

  1. მიუხედავად ნორმალური მადისა და კარგი კვებისა წონა ხომ არ დაიკელით?
  2. სუნთქვა ხომ არ გიჭირთ ან სულის ხუთვის შეტევები ხომ არ დაგჩემდათ?
  3. უმიზეზოდ ხომ არ დაგცხებათ ხოლმე?
  4. ბოლო დროს წყურვილის გრძნობა ხომ არ გაგიძლიერდათ?
  5. ხშირად ხომ არ სტუმრობთ საპირფარეშოს?
  6. დიარეა ( კუჭის აშლილობა) ხომ არ გაწუხებთ?
  7. მშვიდ მდგომარეობაში გულისცემა 80 დარტყმას აჭარბებს?
  8. თუკი ხელებს წინ გაწევთ ხომ არ გითრთით თითები?
  9. გულის არეში  ტკივილი ხომ არ დაგჩემდათ?
  10. ბოლო დროს ადრინდელზე სწრაფად იღლებით?

თუ ჩვენ შეკითხვათა უმრავლესობას დადებითად უპასუხებთ გირჩევთ ექიმს მიმართოთ.

thyroid_large

როცა ჰორმონები ნაკლებია

სამედიცინო ენაზე თირეოდული ჰორმონების ნაკლებობას ჰიპოთირეოზს უწოდებენ. ჰორმონების სიმცირე, ისევე როგორც მათი სიჭარბე უმეტესად ქალებს ემუქრებათ. ჰიპოთირეოზი უმეტესად 50-60 წლის ასაკში ემართებად. თუმცა ის ბოლო დროს ახალგაზრდებს შორისაც გავრცელდა. თუკი ბაზედოვის დაავადების დროს ყველა ორგანო და სისტემა გაძლიერებულად მუშაობს, ჰოპოთირეოზის დროს ორგანოთა ფუნქციები შენელებულია.

მოდით გავარკვიოთ, ხომ არ გვემუქრება თირეოიდული ჰორმონების ნაკლებობა.

  1. მიუხედავად მადის დაქვეითებისა, წონაში ხომ არ იმატებთ?
  2. ბოლო დროს თმა და კანი ხომ არ გამოგიშრათ, ფრჩხილები კი უფრო მტვრევადი ხომ არ გაგიხდათ?
  3. თბილი ამინდის მიუხედავად, ხშირად გამცივნებთ?
  4. მშვიდ მდგომარეობაში თქვენი პულსაცია შენელებულია და გულისცემა წუთში 60 დარტყმაზე ნაკლებია?
  5. სხეული ხომ არ გიშუპდებათ?
  6. ყაბზობა ხომ არ გაწუხებთ?
  7. ადვილად და სწრაფად იძინებთ?თუკი კითხვების უმრავლესობას დადებითი პასუხი გაეცით, სჯობს ენდოკრინოლოგს ეწვიოთ.
რა მოვიმოქმედოთ?

ფარისებრი ჯირკვლის “შემოტევას“ რომ გადაურჩეთ, 30 წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც გაესინჯეთ ენდოკრინოლოგს. ულტრაბგერითი კვლევა ადვილად გამოავლენს, გადიდებულია თუ არა ჯირკვალი და არის თუ არა მასში კვანძები. ჯირკვლის ფუნქცია შეიძლება მომატებული იყოს, მაგრამ იგი გადიდებული არ ჩანდეს. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია სისხლში თირეოიდული ჰორმონების დონის შემოწმება.

Thyroid gland diseases

თუკი დაავადება დროზე ამოიცნეს, მკურნალობა საკმაოდ შედეგიანია. ჰორმონების სიჭარბისას უნიშნავენ თირეოსტატიკურ პრეპარატებს, რომლებიც ჯირკვლის ზედმეტ აქტივობას თრგუნავს, ხოლო ჰიპოთირეოზის დროს ჰორმონთა სინთეზური ანალოგები ინიშნება. ძალზე იშვიათად (დიდი ზომის ჩიყვის, სიმსივნის შემთხვევაში) ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ.