დიაბეტის ნიშნები ბავშვებში

ნანახია 3266-ჯერ.

Diabetes-type-1 (1)ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა დიაბეტის შემთხვევები ბავშვებში. დიაბეტით დაავადებული 16 წლამდე ბავშვების 90-95 პროცენტს დიაბეტის პირველი ტიპი აღენიშნება. ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია  ამ ასაკში.

პირველი ტიპის დიაბეტი კლასიფიცირდება როგორც აუტოიმუნური დაავადება, რაც გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა „უტევს“ საკუთარ ორგანოებს.

პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში პანკრეასში ნადგურდება ინსულინის მწარმოებელი უჯრედები.

როგორც ზრდასრულებში, ბავშვებშიც დიაბეტის მიზეზი არ არის ბოლომდე დადგენილი. სავარაუდოდ იგი მოიცავს გენებისა და გარემო ფაქტორების კომბინაციას.

ბავშვების უმეტესობას რომლებსაც უვითარდებათ 1 ტიპის დიაბეტი ოჯახის ჯანმრთელობის 

ისტორიაში დიაბეტის შემთხვევები აქვთ.

ძირითადი სიმპტომები ბავშვებსა და ზრდასრულებში მსგავსია. ისინი ჩვეულებრივ რამდენიმე კვირაში ჩნდება:image-001-240x152

– წყურვილის შეგრძნება

– წონის კლება

– დაღლილობა

– ხშირი შარდვა.

 ბაშვებისათვის უფრო მეტად დამახასიათებელი სიმპტომებია:

– მუცლის ტკვილი

– თავის ტკივილი

– ქცევის პრობლემები.

 

უმეტესობა ბავშვებს ესაჭირობათ ინსულინით მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში თქვენს ბავშვს ესაჭიროება ინდივიდუალური ინსულინის მიღების სქემა.

დღეს უფრო ხშირად იყენებენ სქემას, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურად  სწრაფად მოქმედი ინსულინის მიღებას დღის განმავლობაში, და ნელა მოქმედი ინსულინისა ღამით.

როგორც წესი პატარა ბავშვებს არ ესაჭიროებათ ღამით ინსულინის მღება, თუმცა დასჭირდებათ როდესაც წამოიზრდებიან. სულ უფრო მეტი მოზრდილი ბავშვი იყენებს ინსულინის მუდმივ რეჟიმში მომწოდებელ აპარატს.

ხშირად დიაგნოზის დასმის პირველ წლებში თქვენს ბავშვს მხოლოდ მცირე დოზები დასჭირდება.

დიაბეტთან ერთად ცხოვრება ოჯახს დიდი სტრესის წინაშე აყენებს, ასე რომ დამხმარე ძალების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

დიაბეტის სხვადასხვა ასპექტების გაგება და მათი მკურნალობა მოითხოვს მოთმინებასა და სიმშვიდეს, თუმცა ეს ყველაფერი წაადგება თქვენს ბავშვსა და ოჯახს.

მშობელმა უნდა ისწავლოს როგორ გაუკეთოს ბავშვს ინსულინის ინექცია. ჩეულებრივ ინსულინის ინექცია კეთდება კანქვეშ მუცლის არეში.imagem69_1

როგორც მშობელმა თქვენ უნდა იცოდეთ სისხლში გლუკოზის დაბალი მაჩვენებლის სიმპტომები და თუ რა უნდა მოიმოქმედოთ მათ შემთხვევაში.

უნდა უზრუნველყოთ, რომ გლუკოზა ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს თქვენს გარშემო.

გაზომეთ გლუკოზის შემცველობა და ასწავლეთ ბავშვს როგორ გააკეთოს ეს, როგორც კი ის ამისათვის საკმარისად წამოიზრდება.

ასწავლეთ ბავშვს თუ, როგორ გაიკეთოს ინსულინის ინექციები, როგორც კი ის ამისათვის საკმარისად წამოიზრდება – ჩვეულებრივ 9-10 წლის ასაკისათვის.

განახორციელეთ ექიმთან რეგულარული ვიზიტები და განსაკუთრებით მაშინ თუ ბავშვი ნებისმიერი მიზეზით ავად გახდება – სავარაუდოდ მკურნალობის დიაბეტთან მორგება იქნება აუცილებელი.