რატომ უნდა მივირთმავთ ხილი

ნანახია 2690-ჯერ.

bg-img2ხილი უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტია, იგი ორგანიზმნისთვის აუცილებელი ნივთიერებების უნიკალური წყარო გახლავთ.

ხილი შეიცავს ადვილად შესათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ (ვაშლის, ლიმონის, ყურძნის) მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს С,B,P და სხვა ვიტამინებს, A პროვიტამინს, პექტინებს, არომატულ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ხილი ამ ნივთიერებათა საუკეთესო ბუნებრივი მარაგია. სწორედ სასარგებლო ნაერთთა სხვადასხვა, ბუნებრივი კომბინაციაა მიზეზი, რომ ხილს არა მხოლოდ, კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს.

 

როცა ხილს მიირთმევთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ნაყოფის კანი, სარგებლო ნივთიერებებს გაცილებით მეტს შეიცავს, ვიდრე რბილობი. საკუთრივ რბილობის გარეთა შრეში მეტი ვიტამინი და მიკრო ელემენტია.

 

საკვები ნაერთები რაოდენობის მაქსიმუმს და ორგანიზმისთვის, ადვილად შესათვისებელ ფორმას ნაყოფის სიმწიფისას აღწევენ, ამიტომაც მკვახე ხილის ჭამა სასურველი არ არის.

ხილი განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებს, საჭმლის მონელების პროცესთა რეგულაციაში, აბალანსებს მომნელებელი ტრაქტის ცალკეულ ორგანოთა ფუნქციას და ააქტიურებს მომნელებელი წვენებისა და ფერმენტების გამომყოფ ჯირკვლებს.

ხილი ყველაზე მარგებელი მაშინ არის, როცა ცოცხალს მიირთმევთ. ოღონდ ჭამამდე კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, რადგან ნაყოფის ზედაპირზე ყოველთვის მრვლადაა სხვადასხვა ინფექციის გამომწვევი მიკრობები. არ გირჩევთ დაზიანებული, სახეშეცვლილი ნაყოფის საკვებ პროდუქტად გამოყენებას.

ალუჩა alycha_2

მოყვითალო-მომწვანო, თხელი, ნაზი კანის მქონე ხილია. წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს. საქართველოში ის უძველესი დროიდანაა ცნობილი. ალუჩა აუცილებლად უნდა მიირთვან ჰიპერტონიული დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონეებმა. საუკეთესო საშუალებაა ათეროსკლეროზული პროცესების, სისხლის რეოლოგიური თვისებების დისბალანსის დროს.

agka-jarebika-557438
ცირცელი

ვიტამინებისა და მიკროელემენტების უმდიდრესი წყაროა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს С, B2, B12 ვიტამინებს, ხოლო P ვიტამინის შემცველობით არა მარტო ხილის, არამედ ბოსტნეულის სახეობებს შორისაც პირველ ადგილზეა. 1 გრამი ცირცველი P ვიტამინზე  ორგანიზმის დღეღამურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. C და P ვიტამინები ამ კენკრაშიც ისეთი თანაფარდობითაა, რომ უნივერსალურ თერაპიულ ეფექტს ავლენს. P ვიტამინის აქტიურობით გამორჩეული ნივთიერებები С ვიტამინის მოქმედებას აძლიერებს, ხოლო ცირცელის საკვებად გამოყენება ამ პროცესთა დაბალასების შესანიშნავ საშუალებას იძლევა.

მარწყვიdelicious-food-strawberries-yummy-Favim.com-527921

განსაკუთრებით კარგია ჰიპერტონული დაავადებების, ათეროსკლეროზის, წყლულოვანი დაავადებების დროს. არანაკლებ დიდ როლს ასრულებს იგი მარილოვანი ცვლის რეგულაციაში. მათ ვისაც ნევრასთენია და უძილობა აწუხებს, ექიმები ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი მარწყვი მიირთვან.

მარწყვის 15% პროცენტი გლუკოზაა. ეს კენკრა მდიდარია ასკორბინმჟავათი, ( С ვიტამინი), კაროტინით ( A ვიტამინით), ლიმონისა და ვაშლის მჟავებით, რკინით, კობალტით, კალციუმით, ფოსფორით და იმ ნივთიერებებით, რომლებიც პოზიტიურ ზემოქმედაბას ახდენს ორგანიზმზში მიმდინარე მეტად მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებზე. ცისტიტისა და ფაღარათის დროს მარწყვი შესანიშნავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა.