ღვიძლის ციროზი

ნანახია 2218-ჯერ.

cannabis-and-liver-disease-3-599x358 - Copyღვიძლის ციროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ღვიძლის მთელი ქსოვილი (პარენქიმა და სტრომა) და სისხლძარღვები, ღვიძლის ჩვეულებრივი ქსოვილის ნაცვლად კი შემაერთებელი ვითარდება. ეს დაავადება უპირატესად შუახნისებსა და ხანდაზმულებს ემართებათ, ამასთანავე მამაკაცებს  – ორჯერ უფრო ხშირად.

მიზეზები

ღვიძლის ციროზის სათავედ შეიძლება იქცეს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც კი ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) დაზიანებასა და კვდომას იწვევს. თუმცა დაავადების მთავარი მიზეზი ვირუსია (განსაკუთრებით  – ვირუსული B ჰეპატიტი), რომლის ღვიძლში შეჭრასაც 17-70%-ში ციროზი მოჰყვება.

კარგა ხანს მთავარ დამნაშავედ ქრონიკული ალკოჰოლიზმი მიაჩნდათ. დიდი ხანი არ არის, რაც დაადგინეს, რომ გარდა ალკოჰოლური ინტოკსიკაციისა, ციროზს ცუდი კვება და საკვებში ცილებისა და ვიტამინების უკმარისობაც განაპირობებს, ყველაზე მეტად კი B1 , B6-ისა და ფოლიუმჟავას დეფიციტი. ისიც, შეიძლება საკვები საჭირო ვიტამინებით გაჯერებული იყოს, მაგრამ ადამიანს კუჭ-ნაწლავის შეწოვითი ფუნქცია დარღვეული ქონდეს და ვიტამინებსა და ცილებს ვერ ითვისებდეს. ციროზს ღვიძლის პარაზიტული და ჰელმინთოზური დაზიანებაც იწვევს.

დაავადების გამოვლინება ყველაზე მეტად იმაზეა დამოკიდებული, ციროზის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე – პორტულთან, პოსტნეკროზულთან თუ ბილიარულთან, რომელ სტადიაზეა, ე.ი კონპენსირებულია თუ დეკონპენსირებული პროცესი და რამდენად აქტიურად ვლინდება პათოლოგიური ნიშნები, რომლებიც უშუალოდ მიუთითებენ ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე, სხვაგვარად მას ღვიძლისმიერ ნიშნებს უწოდებენ, ესენია:

– ე.წ სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები.

ამ დროს კანზე კარგად ჩანს სისხლძარღვოვანი ქსელი, რომელიც კანის ზედაპირზეა ამოწეული და ვარსკვლავებს მოგვაგონებს. თუ  სისხლძარღვს ხელს დააჭერთ, კანი სისხლის უკუდენის გამო გაუფერულდება, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ვარსკვალავი კვლავ გამოისახება.

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების მაგვარი გამოსახულებანი შეიძლება გაუჩნდეს ორსულსაც და ჯანმრთელ ადამიანსაც კი. ასე რომ, მათი არსებობა ციროზის უტყუარი ნიშანი არ გახლავთ.

-ღვიძლისმიერი ხელისგულები.

ამ დროს ხელისგულებზე შენიშნავთ შემოსაზღვრულ მუქ წითელ ლაქებს. თავად ხელისგულები თბილია.

-ტუჩებისა და პირის ლორწოვანი გარსის სიწითლე და პრიალი

ასეთ დროს ენა ჟოლოსფერია , თითქოსდა აალებული. ეს ნიშანი ციროზით დაავადებულთა უმრავლესობას maxresdefaultახასიათებს.

– ჰორმონალური დარღვევები

მამაკაცებს უვითარდებათ გინეკომასტია (უდიდდებათ სარძევე ჯირკვლები) , ჩნდება სხვა “ქალური“ ნიშნებიც, ხოლო თუ პროცესი დიდხანს გაგრძელდება, ხშირად იმპოტენციაც ვითარდება. ქალებს კი მენსტუაციული ცილკი ერღვევათ.

– ქსანთომური ფოლაქები

კანზე (უმეტესად – ქუთუთოებზე, ხელისგულებზე, გულმკერდზე, ზურგზე, მუხლებზე) ჩნდება მოყვითალო-მოყავისფრო წარმონაქმნები. ეს ნიშანი ბილიარულ ციროზს ახასიათებს.

– სხვა ნიშნები

ღვიძლის ციროზით დაავადებულს ღვიძლი უდიდდება,  შორსწასულ შემთხვევაში კი, პირიქით, უპატარავდება. დიდდება ელენთაც. ხშირია სისხლდენა საყლაპავიდან, კუჭიდან, ცხვირიდან, საშვილოსნოდან..

გარდა ამისა, ღვიძლის ციროზის დამახასიათებელი ნიშანთაგანი გახლავთ ტკივილი ღვიძლის არეში, დისპეფსიური მოვლენები (საჭმლის მონელების დარღვევა), ცხელება, გახდომა, სიყვითლე..

– დიაგნოზი და მკურნალობა

main5ღვიძლის ციროზის დასადგენად ატარებენ რენტგენოლოგიურ, ექოგრაფიულ გამოკვლევასა და სკანირებას, რთულ შემთხვევაში – ბიოფსიას.

ავადმყოფს უნიშნავენ კალორიულ, სრულფასოვან დიეტას – ცილებითა და ვიტამინებით გაჯერებულ  საკვებს. დღიური ულუფა უნდა მიიღოთ დანაწევრებულად, 4-5 ჯერზე. არ შეიძლება ალკოჰოლი. მძიმე შემთხვევაში ასტიტის დროს იზღუდება მარილი.

დეკომპენსაციის პერიოდში მკურნალობა აუცილებლად სტაციონარულად უნდა ჩატარდეს. ინიშნება კორტიკოსტეროიდები, ვიტამინები, ღვიძლის პრეპარატები.

ღვიძლის ციროზის რომელი ფორმაც და სტადიაც არ უნდა გქონდეთ, პროგნოზი სანუგეშო ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება. მაგრამ თუ ადეკვატურად იმკურნალებთ, მდგომარეობა საგრძნობლად გაგიმჯობესდებათ და სიცოცხლე გაგიხნგრძლივდებათ.