რა უნდა ვიცოდეთ ყირიმ-კონგოს ცხელების შესახებ?

ნანახია 2001-ჯერ.

adana-da-kirim-kongo-kanamali-atesi-hastaligi-7490997_x_8537_oეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ საქართველოში განსაკუთრებით საშიში დაავადების, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების, შემთხვევები გახშირდა.  პირველად ამ დაავადების დიაგნოსტირება, საქართველოში რამდენიმე წლის წინ მოხდა.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსის ერთ-ერთი სახეობა. ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხაშია. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში.

გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ. ინფექციის წყარო ინფიცირებული ცხოველი ან ავადმყოფი ადამიანია. ინფექციის გადამტანია 20-ზე მეტი სახეობის ტკიპაა.page

დაავადების გამომწვევი გარეული ძუძუმწოვრებისგან ტკიპის მეშვეობით შინაურ ცხოველებს გადაედება, მათგან კი – ისევ ტკიპის საშუალებით – შესაძლოა ადამიანი დასნებოვნდეს. ამდენად, ადამიანისთვის ძირითად საფრთხეს წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი წარმოადგენს. მსოფლიო სტატისტიკით დაავადებულთა 15%-ის (ხშირად გაცილებით მაღალი – 30-40%) გადარჩენა ვერ ხერხდება,

ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა დავადების გამომწვევი ვირუსის მატარებელი ტკიპის კბენაა. დასნებოვნების მაღალი რისკის ქვეშ არიან უმთავრესად სოფლად მცხოვრები ზრდასრული პირები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ შინაურ ცხოველებთან. დასნებოვნება შესაძლებელია ინფიცირებული საქონლის ხორცთან კონტაქტითაც, თუმცა ამ გზით ინფიცირება იშვიათია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყირიმ-კონგოს ცხელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა რიცხვში შედის, არის ის, რომ დაავადებული ადამიანიც ინფექციის წყაროა. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების შორს წასულ შემთხვევებში.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების სიმპტომები

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას – 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი – 13-14 დღე. ამ პერიოდში უეცრად იწყება ცხელება, კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, გამონაყარი, სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ჩაწითლებული თვალები.

მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!