ბრტყელტერფიანობა

ნანახია 1238-ჯერ.

massagingბრტყელტერფიანობა ტერფის ერთობ გავრცელებული პათოლოგიაა. ამ დროს ტერფი ბრტყელდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს, რის გამოც ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილიც აწუხებს.

ტერფის ნაწილები ერთმანეთს კუნთებითა და მყესებით უკავშირდებიან. მყესები შემაერთებელქსოვილოვანი ზონარებია, რომლებიც ძვლებს ჭიმავს და ტერფს დამახასიათებელ თაღისებრ ფორმას აძლევს.

ნორმალურად რომ ვიაროთ, აუცილებელია ტერფის შემადგენელი ძვლოვანი ნაწილები ერთმანეთის მიმართ მოძრაობდეს. ჯანმრთელი ადამიანი თავისუფლად და მსუბუქად იმ კუნთების მეშვეობით გადაადგილდება, რომლებითაც ფეხისგულები და თაღია ამოფენილი.

თანამედროვე ადამიანი დღეში საშუალოდ ათი ათას ნაბიჯს დგამს. მხოლოდ გული თუ ასრულებს ამაზე მეტ სამუშაოს. თუკი ამ კოლოსალურ დატვირთვას ვიწრო, მოუხერხებელი, ფეხსაცმელი და ზედმეტი წონა დაერთო, პირობას გაძლევთ, უამრავი უსიამოვნო მოულოდნელობა შეგხვდებათ, რომელთაგან ერთ-ერთი ბრტყელტერფიანობაც შეიძლება იყოს.

 

ბრტყელტერფიანობის დადგენა შინაც შეიძლება. ამისთვის ეს მარტივი ტესტი გამოგადგებათ:

Flat-Foot-Arch-Z-CoiL1დაისველეთ ტერფები ან ზეთი წაისვით და ქაღალდის ფურცელზე დადგით. ეს ტესტი აუცილებლად ფეხზე მდგომმა უნდა ჩაიტაროთ – ასეთ მდგომარეობაში ტერფი მაქსიმალურად იტვირთება. ახლა კი ანაბეჭდი შეამოწმეთ. გარეთა კონტური უწყვეტი უნდა იყოს, შიგნითას კი ნაჭდევი უნდა ქონდეს. იდიალურ ვარიანტში თითის წვერებსა და ქუსლს მხოლოდ წვრილი ხაზი აერთებს. თუკი ეს ხაზი ტერფის ანაბეჭდის ნახევარზე მეტია, მაშ ბრტყელი ტერფი გქონიათ. უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმა კი, რაღა თქმა უნდა, ექიმის კომპეტენციაა.

 

 

 

ბრტყელტერფიანობის 10 შესაძლო მიზეზი:

1. მემკვიდერეობა – თუ თქვენს ოჯახში ვინმეს ბრტყელტერფიანობა ჰქონდა, ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბების ალბათობა მატულობს;

2. ტრამვა – კოჭის, ქუსლის,  ტერფის, ძვლების, რბილი ქსოვილების დაზიანებისას ბრტყელტერფიანობის განვითარების ალბათობა დიდია.;

3. ასაკი – ბრტყელტერფიანობის დიაგნოზს, ჩვეულებრივ , 2.5 წლის ბავშვებს უსვამენ. თუ პათოლოგიას დროულად არ მიაქციეს ყურადღება, ასაკის მატებასთან ერთად პრობლემებიც მომრავლდება;

4. ფეხსაცმელი – ძალიან ვიწრო ან ფართო, მაღალქუსლიანი ან უქუსლო ფეხსაცმელი ფეხებისთვის ერთნაირად საზიანოა;

5. პროფესია – ბრტყელტერფიანობა ხშირად ემართებათ ქირურგებს, მზარეულებს, სარეკლამო აგენტებს, გამყიდველებს, მასწავლებლებს – მათ ვისაც პურს “ფეხები აჭმევს“.

6. სიმძიმეების ტარება – თუ გამუდმებით გიწევთ მძიმე ჩანთების ან ტვირთის თრევა, თქვენს ფეხებს კარგი დღე არ დაადგება;

7. ორსულობა – ორსულობისას, განსაკუთრებით  – მესამე ტრიმესტრში, ფეხებზე დატვირთვა იზრდება, რასაც ხშირად ბრტყელტერფიანობა მოსდევს;

8. ჭარბი წონა – მსუქნებს ფეხები ორჯერ და სამჯერ მეტად ეტვირთებათ;

9.  სპორტის ზოგიერთი სახეობა – მძლეოსნობამ, ციგურებით რბოლამ, გრძელ დისტანციებზე სირბილმა შეიძლება ბრტყელტერფიანობის პროვოცირება მოახდინოს, განსაკუთრებით – თუ ამას მემკვიდრეობითი წინასწარ განწყობაც უწყობს ხელს;

10.  ხასიათი- ფლეგმატიკებსა და მელანქოლოკებს ბრტყელტერფიანობის განსაკუთრებით უნდა ეშინოდეთ, ვინაიდან დუნე, დეპრესიულ ტიპებს შენელებული მოძრაობა ახასიათებთ, მუშაობის გარეშე კი ორგანო ფუნქციას კარგავს, კუნთები და მყესები სუსტდება და ნებისმიერმა გადაძაბვამ შეიძლება საკონპესაციო მექანიზმენის ჩავარდნა გამოიწვიოს.

მკურნალობა

ბრტყელტერფიანობის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვაგვარად მკურნალობენ. პირველ და მეორე სტადიებზე თერაპია ელექტროფიზიოლოგიურ და ფიზიოთერაპიულ მეთოდებს მოიცავს. სასარგებლოა გვირილის, კალენდულას, შავბალახას, ვალერიანის, წიწვოვანი ნაყენებისა და ზღვის მარილის თბილი აბაზანები და ჰიდრომასაჟიც, რაც დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. შორს წასული ბრტყელტერფიანობის დროს უნდა იხმაროთ ფეხსაცმელში ჩასადები სპეციალური მოწყობილობა – სუპინატორი. სწორად შერჩეული სუპინატორი მხოლოდ ტკივილს კი არ აგაცილებთ თავიდან, არამედ “ზარმაცი“ კუნთების ტონუსსაც მოაწესრიგებს.

სუპინატორს ოდესღაც საცობისა და ტყავისგან ამზადებენ, ამჟამად კი ისინი შედარებით იაფი სინთეტიკური მასალისგან  (ევროპლასტიკის, სილიკონისა და ა.შ) მზადდება.

როდის ვატაროთ სუპინატორი?

სუპინატორის ტარება ყველგან საჭიროა: შინ, ქუჩაში, სამსახურში … მას ორთოპედი შეგირჩევთ მას შემდეგ, რაც ტერფს გამოიკვლევს და თაღის გასწორების ხარისხს შეაფასებს. შორს წასული ფორმების დროს ავადმყოფს საგანგებო ორთოპედიულ ფეხსაცმელს აცმევენ.

რჩევები

ერიდეთ სიმძიმეების აწევას, დიდხანს დგომას ან სიარულს, ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ ზღვის მარილის ან წიწვების ექსრაქტის თბილი აბაზანები მიიღეთ  – ეს მოგიხსნით დაღლილობასა და ფეხების ტკივილს. ტერფების კონტრასტული შხაპი ზრდის კუნთოვან ტონუსს, აკაჟაბს მათ და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ატარეთ სუპინატორები. გახსოვდეთ: თუკი ბრტყელტერფიანობას დროულად არ უმკურნალებთ, მას შეიძლება წელის დისკის თიაქარი, რადიკულიტი და ოსტეოქონდროზიც დაერთოს.