როგორ მოვუაროთ გაციებულ პატარას

ნანახია 1198-ჯერ.

ill-child-624334იმას, რასაც ჩვენ უბრალო ენით გაცივებას ვუწოდებთ, სპეციალისტები მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციად ისხსენიებენ. მართლაც, როგორც კი პატარა გაცივდება, მაშინვე უღიზიანდება რესპირატორული (სასუნთქი) სისტემა, რაც ხველით, ცემინებითა და სხვა ასეთი ნიშნებით ვლინდება. შეიძლება, ამას მაღალი სიცხეც დაერთოს თან. გაციებული ბავშვი მოუსვენრობს, იოლად ღიზიანდება, მადა უფუჩდება ან სრულად ეკარგება.

ვირუსი – პატარას მტერი

მწვავე რესპირატორულ-ვირუსულ ინფექციას (მრვი), როგორც სახელწოდებაც მიუთითებს, ვირუსები იწვევს. ისინი ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა – ხველებისას, ცემინებისას … პატარა შეიძლება დასნებოვდეს მჭიდრო კონტაქტის გზითაც, მაგალითად იმ ჭურჭელით, რომელსაც ავადმყოფი ბავშვი იყენებს.

მრვი განსაკუთრებით ხშირია შემოდგომასა და ზამთარში, ასევე – ადრე გაზაფხულზე, როცა ნაზამთრალი ორგანიზმი გამოფიტული და დასუსტებულია. თუმცა არიან, ბავშვები რომლებიც წელიწადში ექვსჯერ და მეტჯერაც ცივდებიან. ძლიერ ხშირად ავადმყოფობენ ის პატარები, რომლებიც ბაღში ან სკოლაში დადიან და ისინი, ვისი მშობლებიც შინ ეწევიან სიგარეტს.

 

sick-child-in-bed-006რა ვიღონოთ

თუკი თქვენი შვილი ხშირად ცივდება, შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ბავშვია (მით უმეტეს, გრიპის ეპიდემიის დროს) – ნუღარ გაუშვებთ ბაღში, სკოლაში, ნუ წაიყვანთ სტუმრად. ინფიცირების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშნი 1 წლამდე ასაკის პატარები არიან.

ბავშვის ორგანიზმი მოძლიერდება და ინფექციებს უკეთ შეებრძოლება, თუ ხშირად გაანიავებთ მის ოთახს, ხშირად გაიყვანთ სუფთა ჰაერზე სასეირნოდ ან ჰაერზე დააძინებთ. პატარას ჯანმრთელობას უთუოდ არგებს, თუ ზაფხულში  2 თვე მაინც აგარაკზე დაასვენებთ, ზამთარში კი ორიოდე კვირით მთაში წაიყვანთ.

თუ, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი მაინც გაცივდა, მთავარია, სწორად მოუაროთ და წამლებით არ გადატვირთოთ – ისინი კიდევ უფრო დაასუსტებს. ბავშვის ოთახი ხშირად ანიავეთ, თუ მადა არ აქვს, ჭამას ნუ დააძალებთ. ამას აჯობებს, საყვარელი კერძი მოუმზადოთ. ნურც ვიტამინებით გაჭყეპთ – აჯობებს, ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა (ყლუპობით) ასვათ თბილი სითხეები (მაგალითად, კომპოტი). თუკი თერმომეტრი 38, 5 C-ზე ნაკლებს უჩვენებს, მოერიდეთ ანტიბიოტიკებსაც, მით უფრო – ექიმის კონსულტაციის გარეშე.

გაციება, ჩვეულებრივად, არ არის მძიმე დაავადება,  თუმცა ექიმის მეთვალყურეობა მაინც საჭიროა. მით უმეტეს, თუ პატარა ჯერ არ გამხდარა წლის ამ რომელიმე ქრონიკული პათოლოგია თუ ნევროლოგიური დარღვევა აქვს.