როგორ მოვემზადოთ ზამთრის სეზონისთვის?

ნანახია 631-ჯერ.

მიიღეთ საკმარისი რაოდენობის ვიტამინები!
A ვიტამინი

ზამთრის პერიოდში მოამზადეთ კერძები ბოსტნეულით, რომელიც ცივ ამინდს უძლებს და ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას. ასეთებია: სტაფილო, გოგრა, ჭარხალი, ბოლოკი, ისპანახი. ამასთან მათში შემავალი A ვიტამინი ზამთრის სუსხისგან დაიცავს თქვენს კანს, უჯრედისი კი წონის მატებას აგაცილებთ.

B ვიტამინი

ჩართეთ რაციონში კანგაუცლელი მარცვლეული – სეზონის ფავორიტად შვრია გვინდა შემოგთავაზოთ. დაიწყეთ დილა შვრიის ფაფით, დილიდან დაიმუხტეთ ენერგიით. პროტეინებიდან კი უდავო ფავორიტი ინდაურის თეთრი ხორცია, რომელშიც შემავალი ამინომჟავა ტრიპტოფანი სიამოვნების ჰორმონით მოგამარაგებთ.

C ვიტამინი

არასდროს ყოფილა იმუნიტეტის ამაღლება ისეთი აქტუალური, ხოლო წონაში მატების რისკი ისეთი მაღალი, როგორც ზამთრის პერიოდში. ამიტომ აიმაღლეთ იმუნიტეტი და დაწვით ზედმეტი კალორიები, ჩართეთ რაციონში ბროკოლი და კომბოსტოს ყველა სახეობა – ბრიუსელის, ყვავილოვანი, ჩინური, ხილიდან – ყველანაირი ციტრუსი.

Ca და ვიტამინი D

ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის. ვიტამინი D ასევე ცნობილია როგორც მზის სხივების “sun-shine” ვიტამინი, რადგან ორგანიზმში ნაწილობრივ მზის სხივების გავლენით წამროიქმნება. ვინაიდან ამ სეზონზე მზიანი დღეები ცოტაა, გაამდიდრეთ რაციონი თევზეულითა და რძის პროდუქტებით. სეზონის ფავორიტი იაპონური სუშია – თინუსითა და ორაგულით.

მულტივიტამინები

მოიწყეთ განტვირთვის დღე ხილით. მიირთვით 1 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის სეზონური ხილი. როგორიცაა სხვადასხვა ჯიშის ვაშლი, გრეიფრუტი, ფორთოხალი, მანდარინი, კივი, კომში. ამით ორგანიზმი მიიღებს დიეტურ ბოჭკოს, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვან პორციას. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ბროწეული, რომელიც ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია.

 E ვიტამინი

გინდათ გააკვირვოთ ყველა მბზინვარე თმითა და გლუვი კანით? არ დაგავიწყდეთ რაციონში ჩართოთ თხილეული: ტყისა და მიწის თხილი, ნუში, ფისტა, მზესუმზირა ან გამოიყენეთ მზესუმზირის ზეთი.