სიახლე “მედიქალ სითი“-ში – მუცლის აორტის ანევრიზმის ენდოვასკულარული სტენტგრაფტირება!

ნანახია 690-ჯერ.

რა არის ანევრიზმა?

ანევრიზმა არის სისხლძარღვის კედლის შემოფარგლული ან დიფუზური გაგანიერება. ლოკალიზაციის მიხედვით  85% შემთხვევაში გვხვდება მუცლის აორტის ანევრიზმა და იგი 96% შემთხვევაში ინფრარენალურად ვითარდება. ასევე განარჩევენ სუპრარენალურ,იუქსტრა რენალურ,პარარენალურ მუცლის აორტის ანევრიზმებს;  განარჩევენ ანევრიზმის ჭეშმარიტ და ცრუ ფორმებს. ანევრიზმა ჭეშმარიტია როცა გაფართოებაში აორტის კედლის სამივე შრეა ჩართული,ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება აორტის შუა შრის ელასტიკური ბოჭკოები,რის შედეგადაც ფიბროზული ქსოვილი სისტოლის შემდეგ ვერ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და სანათური ამ ადგილას  გაფართოებული რჩება.თუ ანევრიზმა ტრამვის შედეგად განვითარდა,ხშირად ზიანდება აორტის შიგნითა ან შუა გარსი,რის გამოც ანევრიზმის კედელი მხოლოდ აორტის გარე შრისა და პერივასკულური თრომბებისგან შედგება და მას ცრუ ანევრიზმა ეწოდება.

მუცლის  აორტის  ანევრიზმის კლინიკური  სურათი:                     .

მუცლის აორტის ანევრიზმის კლინიკურ სურათში განარჩევენ უმტკივნეულო მიმდინარეობას, რომლის დროსაც აღინიშნება პულსაციის სუბიექტური შეგრძნება მუცელში,ხოლო ობიექტურად ისინჯება  მოპულსირე არამტკივნეული წარმონაქმნები მუცელში; გარკვეული დროის შემდეგ ანევრიზმის პალპაცია მტკივნეული ხდება.

დაავადების ატიპიური კლინიკური გამოვლინებას ახასიათებს

– აბდომინალური სინდრომი

– უროლოგიური სინდრომი

– იშიორადიკულური სინდრომი

– ქვემო კიდურების ქრონიკული იშემია

ანევრიზმის გართულება                                                                                   

შესაძლებელია მუცლის აორტის ანევრიზმის თავისუფალი (ინტრაპერიტონეალური) ან მიფარებული (რეტროპერიტონეალური) გასკდომა,ანევრიზმის გასკდომის რისკი ანევრიზმის სიდიდეზეა  დამოკიდებული. იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მის რუპტურას ქვემო ღრუ ვენაში, მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომა  80-90%-ში  ლეტალურად მთავრდება ჰიპოვოლემიური შოკის  ფონზე,სერიოზულ გართულებას წარმოადგენს

მკურნალობის ორ ქირურგიულ მეთოდს განასხვავებენ: ოპერაცია ღია წესით და ენდოვასკულარული სტენტგრაფტირება;  ღია მეთოდი აორტისადმი პირდაპირ მიდგომას მოითხოვს. ანევრიზმის ადგილმდებარეობის შესაბამისად იხსნება  მუცლის ღრუ.

ოპერაციის ჩვენება განისაზღვრება ანევრიზმის ფორმის,ზომისა და კლასიფიკაციის ტიპის მიხედვით,თუ ანევრიზმა დიდი მოცულობისაა,ბიფურკაციას შორდება და ორივე თეძოს არტერია დაზიანებულია,მიმართავენ მკურნალობას ღია ოპერაციის სახით.

ენდოვასკულარული ოპერაცია-სტენტ-გრაფტის გამოყენება:
ენდოვასკულარული მეთოდით მკურნალობა ეს არის მცირედ ინვაზიური ქირურგიული პროცედურა,რომლის შესრულება შესაძლებელია როგორც ზოგადი ასევე ადგილობრივი (ეპიდურალური ან სპინალური) ანესთეზიის გამოყენებით.

სტენტგრაფტირების გამოყენება  მიზანშეწონილია:

  • ხანდაზმულ ასაკში ანევრიზმის გასკდომის რისკის თავიდან ასაცილებლად;
  • ანევრიზმის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებისგან გასანთავისუფლებად;
  • ქვემო კიდურებში სისხლმომარაგება მნიშვნელოვნად დარღვეულია;
  • ანევრიზმის ზომა აღემატება 5 სმ-ს;
  • ანევრიზმის ზრდის მაჩვენებელი აღემატება 0,5სმ-ს ერთი წლის განმავლობაში;
  • მოსალოდნელია სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა.

ოპერაციის მიზანია ანევრიზმის იზოლირება სტენტ-გრაფტით სისხლის ნაკადისაგან. ტრანსპლანტანტი ინაჩუნებს აორტული სისხლის ნაკადს და ამცირებს აორტის კედელზე ზეწოლას,რაც ამცირებს ანევრიზმის ზომას და აქვეითებს აორტის გახეთქვის რისკს.სტენტ-გრაფტის შერჩევა ან დამზადება ხორციელდება ინდივიდუალურად კომპიუტერული ტომოგრაფიის ან სხვა გამოკვლევების მონაცემების შესაბამისად, რომელიც გვაძლევს იმ აორტის მონაკვეთის მოდელირების შესაძლებლობას,რომელშიც ხორციელდება ჩარევა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ტრიდე გამოსახულებით ფასდება ანევრიზმის მდებარეობა,მისი ფორმა,მოცულობა და ირგვლივ მდებარე ანატომიური წარმონაქმნების ურთიეთკავშირი,ოპერაცია მიმდინარეობს რენტგენოლოგიური კონტროლის თანხლებით.

ucm294637
ოპერაციის მიმდინარეობა-

  ენდოვასკულარული მეთოდით სისხლძარღვში პროტეზის იმპლანტირებისას  საზარდულის არეში, ბარძაყის არტერიის პროექციაზე კეთდება მცირე ზომის განაკვეთი,საიდანაც სპეციალური კათეტერით განთავსდება სტენტ-გრაფტი და იქვე გაიშლება,სტენტ გრაფტი შეიძლება იყოს წრფიული ან ბიფურკაციული. სტენტ-გრაფტი სისხლძარღვის ენდოპროტეზისა და სტენტის ერთობლიობაა,რომელიც დაფიქსირებულია ღია მდგომარეობაში მავთულის რთული კარკასით,დაკეცილ მდგომარეობაში სტენტ-გრაფტი ეტევა მცირე ზომის მილში,ხოლო ღია მდგომარეობაში ის მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს არტერიის უცვლელ მონაკვეთებს,რომელსაც ის ემიჯნება. გაშლილი სტენტის შიგნით სპეციალური ბალონის საშუალებით ხდება ზეწოლა,რის გამოც სტენტი მაქსიმალურად იშლება და კაუჭების საშუალებით ფიქსირდება აორტის კედელში. ხანგრძლივ რეაბილიტაციას არ საჭიროებს და პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტი არ იზღუდება მოძრაობაში.

 ენდოვასკულარული სტენტ-გრაფტის უპირატესობები:
  • მინი-ინვაზიურობა-არ არის დიდი განაკვეთი,სისხლდანაკარგი და მიმდებარე ორგანოების სტრუქტურის დაზიანება.
  • ამასთან დაკავშირებული შესაძლებობა მოხუცი და მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტების ოპერირების შესაძლებლობა.
  • პოსტოპერაციული გართულებები მინიმუმამდეა დაყვანილი.
ხარვეზები
-შესაძლო არაჰერმენტულობა,მცირე დოზით სისხლის გადინება არაფერს არ წყვეტს,მაგრამ დიდი რაოდენობით სისხლის გადინების დროს საჭიროებს დამატებით ჩარევას.

– მთელი ცხოვრების მანძილზე სამედიცინო კონტროლისა და შესაბამისი პრეპარატების მიღების აუცილებლობა.

– მიმდებარე სისხლძარღვების,ორგანოების ან სხვა სტუქტურების დაზიანება;

– თირკმლის დაზიანება;

– კიდურების იშემია;

– საზარდულის არეში ჭრილობის დაინფიცირება;

– ჭრილობის ჰემატომის და სისხლდენის განვითარება;

– ზურგის ტვინის დაზიანება;

სტენტ-გრაფტირების წარმატებული ოპერაცია დამოკიდებულია მის ატრამვულობაზე, ზუსტ ორიენტაციასა და უსაფრთხო დანერგვაზე.