ხათუნა ჩაკვეტაძე

ნანახია 1710-ჯერ.

giorgi-shekiladzeხათუნა ჩაკვეტაძე – ექიმი ინფექციონისტი.

1993-1999წ – ქ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი “ესკულაპი“, სპეციალობა- სამკურნალო საქმე.

2000წ – წყალტუბოს რაიონის სოფ მექვენას საექიმო ამბულატორიის უბნის ექიმი.

2000-2003წ – ქ. ქუთაისის სს “იმერეთის სამხარეო ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ მისაღები განყოფილების ექიმი.

2003-2005წ – ქ. ქუთაისის სს “იმერეთის სამხარეო ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ ექიმი ინფექციონისტი – ორდინატორი.

2005 წლის მაისიდან – ქ. წყალტუბოში შპს “წყალტუბოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 03 “-ის ექიმი.

2005წ – დღემდე – ექიმი ინფექციონისტი  შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალში “მედიქალსიტი“.

მუდმივად მონაწილეობს სამედიცინო განათლების პროგრამით აკრედიტირებულ ტრენინგებსა და კონფერენციებში:

2001წ – დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემია ქ. თბილისში სასწავლო ციკლი პროგრამით – ინფექციური დაავადებები.

2002წ – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – სახელმწიფო სერთიფიკატი , ნებადართული სპეციალობა – ზოგადი პროფილის ექიმი მკურნალი.

2003წ – საქართველოს ექიმთა კონგრესის “საქართველოს ჯანმრთელობის დაცვა საუკუნეთა მიჯნაზე, რეალობა და პერსპექტივები“. სერთიფიკატი – უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი კურსი “ღვიძლის დაზიანების ტოქსიკო-სინდრომი მწვავე მოწამვლებისას“. 10 კრედიტ-საათი.

2003წ – სერთიფიკატი  “კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის აქტუალური საკითხები-ს“ ფარგლებში გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიანი კურსი . (მტკიცებითი მედიცინის ძირითადი პრინციპები და მათი გამოყენება კლინიკურ და ექსპერიმენტულ მედიცინაში). 5 კრედიტ-საათი

2004წ – საქართველოს სახალმწიფო აკადემია. სერთიფიკატი – ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე  უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამით “გავრცელებული ზოონოზები (ბრუცელოზი, იერსინიოზი, ფსევდოტუბერკულოზი, ერიზიპელოიდი, ლეპტოსპიროზი, ჯილეხი, ცოფი)“

2005წ – საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ნაციონალური ასოციაცია. სერთიფიკატი – უწყვეტი სამედიცინო განათლების სამდღიანი პროგრამა “ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ყაბზობის ფაქტებზე დამყარებული მკურნალობა“.