დავით ჯანაშია

ნანახია 2548-ჯერ.

david-janashiaდავით ჯანაშია-სამედიცინო დირექტორის მოადგილე ჰოსპიტალში “მედიქალსიტი“.
1980-1986წ – დაამთავრა წარჩინებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი; სამკურნალო საქმე.
1986-1988წ – გაიარა კლინიკური ორდინატურა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის განხრით.
1988-1989წ – ექიმი ანესთეზიოლოგი ქ.ქუთაისის №1 სამშობიარო სახლში.
1989-2015წ – ანესთეზიოლოგია-ინტესიური თერაპიის განყოფილების გამგე; მმართველის მოადგილე სამკურნალო დარგში ქ.ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში.
2015წ – დღემდე – სამედიცინო დირექტორის მოადგილე, მულტიპროფილურ ჰოსპიტალში “მედიქალსიტი“.
2010წ-დღემდე-ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი .
1999 წ – ქ.ზალცბურგი, ავსტრია; სოროსის ფონდი-სემინარი ანესთეზიოლოგიაში .
2010 წ – ქ. ამსტერდამი ჰოლანდია; ევროპის ნევროლოგთა ასოციაცია- სემინარი თეორიულ მედიცინაში.
2010 წ – ქ.პარიზი საფრანგეთი; ევროპის ანესთეზიოლოგთა ასოციაცია – სამიტი ანესთეზიოლოგიაში.
1998წ- გახდა ევროპის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის წევრი.
არის 14-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 1 მონოგრაფის.
1989წ – დასავლეთ საქართველოში პირველმა გამოიყენა, სახეზე პლასტიკური ოპერაციის დროს ინტრავენური გაუტკივარების ორიგინალური მეთოდი (სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით).
1995წ – დასავლეთ საქართველოში პირველმა გამოიყენა, სწორი ნაწლავის ექსტირპაციის დროს ე.წ “დუბლანესთეზია“.
1996წ – დასავლეთ საქართველოში პირველმა გამოიყენა, თავის ტვინის მე-4 პარკუჩზე ოპერაციის დროს ანესთეზია.
1998წ – დასავლეთ საქართველოში პირველმა გამოიყენა, ანესთეზიის დროს, ლარინგიალური ნიღაბი.