გოგა დევდარიანი

ნანახია 1635-ჯერ.

goga-devdarianiგოგა დევდარიანი – ნევროლოგი ჰოსპიტალში “მედიქალსიტი“.
1985-1991წ – პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა, ქ. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიის კათედრაზე, ა. ლაჭყეპიანის ხელმძღვანელობით.
გავლილი აქვს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების კურსები: აკადემიკოს რ. შაქარიშვილის, პროფესორების ც. ჩხიკვიშვილის, ი.მალაშხიას, მ.ჯანელიძის ხელმძღვანელობით.
1992-2015 წ – ექიმი ნევროლოგი ქ.ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში.
2006-2015 წ – ექიმი ნევროლოგი ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ მედიცინის ეროვნულ ცენტრში.
2015 წლის დეკემბრის თვიდან – ექიმი ნევროლოგი მულტიპროფილურ ჰოსპიტალში “მედიქალსიტი“.
მსოფლიო ნევროლოგიის ასოციაციის წევრი.
არის რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი.
მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში: ფინეთი(2003 წ), გერმანია(2007 წ), ჰოლანდია (2010 წ), აშშ (2011-2012წ), შვედეთი (2012 წ), ავსტრია(2013 წ), ინგლისი (2014 წ) საფრანგეთი (2014 წ), ისრაელი (2014 წ), ჩეხეთი (2015 წ), კანადა (2015 წ).