ნესტან ჭეიშვილი

ნანახია 977-ჯერ.

giorgi-shekiladze
ნესტან ჭეიშვილი  – ექიმი ინფექციონისტი ჰოსპიტალში “მედიქალსიტი“.

1996-2001წ – ქ. ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი ქუთაისის პედიატრიული ფაკულტეტი.

2001წ – ჩააბარა ზოგადი ექიმ პედიატრის სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა; მიენიჭა ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრის კვალიფიკაცია.

2001-2004წ – მისაღები განყოფილების ზოგადი პროფილის ექიმი ქ. ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრში.

2005წ – ჩააბარა ექიმ ინფექციონისტის სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა; მიენიჭა ექიმ ინფექციონისტის კვალიფიკაცია.

2005წ – დღემდე – ექიმი ინფექციონისტი შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალში “მედიქალსიტი“.

2006წ – ჩააბარა კერძო ექიმ პედიატრის საკვალიფიკაციო გამოცდა და მიენიჭა ექიმ პედიატრის კვალიფიკაცია.

2014წ – დღემდე – ექიმი პედიატრ-კონსულტანტი შპს მულტიპროფილურ ჰოსპიტალში “მედიქალსიტი“.

2014წ -დღემდე – ექიმი ინფექციონისტ-კონსულტანტი ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სარეაბილიტაციო კლინიკურ ცენტრში.

2015წ – ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის საპატიო წევრი.

აქვს გავლილი სასერთიფიკატო პროგრამები, ჯანდაცვის მართვისა და მენეჯმენტის განხრით.

მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში: international liver congress attandant (EASL – 2015,2016), HIV/AIDS workshop attandant, (ISTC-NCDC-2015, 2016) HIV &Hepatitis co-infection conference attandant (ACCME-2015).